Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ელინა ვალტონენი - ახალი კანონი, რომელიც კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინასნებას და ზღუდავს ხალხის თავისუფლებას, საქართველოს მიერ არასწორი მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია

ნახვები: 422 ელინა ვალტონენი - ახალი კანონი, რომელიც კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინასნებას და ზღუდავს ხალხის თავისუფლებას, საქართველოს მიერ არასწორი მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია

ვიყავი რა გასულ წელს ეუთო-ს თავმჯდომარე, არა მხოლოდ ყურადღებით ვაკვირდებოდი მოვლენებს, არამედ ვიზიტით ვიმყოფებოდი საქართველოში და მტკიცე სოლიდარობა გამოვუცხადე ქართველ ხალხს, რომლებსაც, სამწუხაროდ, მზარდი ჩაგვრის ქვეშ უწევთ ცხოვრება, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი მტკიცებით, საქართველოში მიღებული კანონი, რომელიც კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსებას და ზღუდავს ადამიანების თავისუფლებას, არასწორი მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

„უახლესი კანონი, რომელიც კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსებას და ზღუდავს ხალხის თავისუფლებას არასწორი მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია და დარწმუნებული ვარ, რომ ეუთო და ასევე მოსკოვის მექანიზმი სწორ შედეგებს გამოიღებს, მაგრამ ევროკავშირმაც სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა ელინა ვალტონენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა