კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ილჰამ ალიევი - თქვენ შექმენით კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო

ნახვები: 369 ილჰამ ალიევი - თქვენ შექმენით კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო

ყოველთვის დიდი პატივია მოძმე საქართველოში ჩამოსვლა. დარწმუნებული ვარ, ჩემი ვიზიტი კიდევ ერთ იმპულსს მისცემს ჩვენი ძმური ურთიერთობების განვითარებაში. საკითხები, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ერთად არიან და ერთი სულისკვეთებით არიან გამსჭვალული, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

„ჩვენი ისტორიული ფესვები გვაძლევს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობას. საუკუნეების განმავლობაში ასე იყო და ასე იქნება – მეგობრული, მეზობლური, ძმური ურთიერთობების საფუძველზე ვვითარდებით, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნები და წარმატებით ვავითარებთ ჩვენს რეგიონს.

ვისარგებლებ შემთხვევით და გილოცავთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ და თქვენს მთავრობას მიღწეულ წარმატებებს. საქართველო დინამიურად ვითარდება, ეკონომიკური ზრდა ძალიან თვალსაჩინოა. თქვენ შექმენით ძალიან კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო ქვეყანაში. ბევრ უცხოელ ინვესტორს, მათ შორის აზერბაიჯანელ ინვესტორებს ექნებათ ძალიან კარგი გარემო, რათა კიდევ უფრო შეუწყონ ხელი ეკონომიკურ ზრდასა და პოლიტიკურ სტაბილურობას. თქვენ ხართ გარანტორი იმისა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა განვითარდება ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნა ალიევმა.

ამასთან, მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება თანმიმდევრულად და დინამიურად.

„ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში მხარს ვუჭერთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და საზღვრების დაურღვევლობას. ასე იყო ოდითგანვე და ასე იქნება მომავალშიც. ეკონომიკურ სფეროში მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს. ჩემს ვიზიტამდე გადავხედე საქართველოს სტატისტიკურ მონაცემებს – ქვეყანაში მილიარდობით დოლარი იხარჯება, ზრდა არის შთამბეჭდავი. პირველი კვარტლის მაჩვენებლები გვაძლევს ამის იმედს. წლის ბოლოსთვის რამდენიმე მილიარდს გადავაჭარბებთ. საინვესტიციო კლიმატი გვაძლევს ამის საშუალებას, ბიზნესგარემოს აძლევს საშუალებას, ინვესტიციები კიდევ უფრო გაზარდოს – 3.6 მილიარდი დოლარია უკვე ჩვენი ქვეყნიდან საქართველოში ინვესტირებული“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა