კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - თუ ამერიკული ტერორისტული არმია წითელ ხაზებს გადაკვეთს, ჩვენი პასუხი რეგიონს გასცდება

ნახვები: 355 ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - თუ ამერიკული ტერორისტული არმია წითელ ხაზებს გადაკვეთს, ჩვენი პასუხი რეგიონს გასცდება

თუ ამერიკული ტერორისტული არმია წითელ ხაზებს გადაკვეთს, ჩვენი პასუხი რეგიონს გასცდება, - ამის შესახებ განცხადებას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ავრცელებს.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, „წითელი ხაზების“ გადაკვეთის შემთხვევაში, აშშ და მისი მოკავშირეები რეგიონიდან ნავთობის მიღებას „წლების განმავლობაში“ ვერ შეძლებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი საპასუხო დარტყმებისას მიზანში რეგიონში არსებულ ნავთობის ინფრასტრუქტურას ამოიღებს.

„ამერიკის რეგიონულმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ კეთილმეზობლობის გამო დღემდე დიდ თავშეკავებას ვიჩენდით და საპასუხო დარტყმებისთვის სამიზნეებს სიფრთხილით ვარჩევდით, თუმცა უკვე ყველა ეს თავშეკავება მოხსნილია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა