თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გიგა წულეისკირი - სპეციალურად არ გვაძლევენ თქვენი გასტუმრების საშუალებას

ნახვები: 466 გიგა წულეისკირი - სპეციალურად არ გვაძლევენ თქვენი გასტუმრების საშუალებას

„სპეციალურად არ გვაძლევენ თქვენი გასტუმრების საშუალებას“, „გაყავთ დრო, რომ კომპანიამ ქონებები დაკარგოს“ - ამ სიტყვებით მიმართა გიგა წულეისკირმა სასამართლო დარბაზში მყოფ დაზარალებულად ცნობილ პირებს, მას შემდეგ, რაც სასამართლომ არ მისცა სიტყვით გამოსვლის უფლება და ბადრაგს ის ძალით გაყავდა დარბაზიდან გიგა წულეისკირის დაკავებიდან მხოლოდ ექვსი თვის თავზე, სასამართლო იწყებს „სფერო ინვესტის“ სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვას, სადაც გიგა წულეისკირი აპირებდა სიტყვით მიმართვას მოქალაქეებისათვის, მათი დაკმაყოფილების შემაფერხებელ გარემოებებზე მითითებით, რისი შესაძლებლობა მას არ მიეცა. კომპანიის მთლიან ქონებას პროკურატურის ყადაღა ადევს და პროკურორი დღემდე ღიად აცხადებდა, რომ ამ ქონებას „სფერო ინვესტს“ ჩამოართმევდნენ და ხალხს გადასცემდნენ, რაც არ აღმოჩნდა მართალი და წარმოადგენდა ცრუ მოლოდინის შექმნას. დღეს კი, პროკურორი აცხადებს, რომ თითქოს ქონება საკმარისი არ არის დაზარალებულების დასაკმაყოფილებლად. უფრო მეტიც, პროკურორი დღესაც უმალავს ხალხს რეალობას, რადგანაც საქმის განხილვა პირველ სასამართლოში 9 თვეს გასტანს, ხოლო ზემდგომ ინსტანციებში საქმის განხილვა ჯამში 2 წლამდე გაგრძელდება. 2 წლის დასრულებამდე პროკურატურა ხელს ვერ ახლებს და ვერ გაყიდის ქონებას. „სფერო ინვესტის“ წარმომადგენლებთან კი, კატეგორიულად არ მიდიან მოლაპარაკებაზე.

გიგა წულეისკირის წარმომადგენლების განცხადებით, იგი პირდაპირ დააკავეს გამოკითხვის გარეშე და ვიდრე შიმშილობა არ გამოაცხადა გიგა წულეისკირმა, არც გამოუკითხიათ საქმეზე. შიმშილობის მერე, დაკავებიდან მე-4 თვეს, როცა მივიდნენ გამოკითხვაზე გამომძიებლები, ფორმალურად შეადგინეს ნახევარგვერდიანი გამოკითხვის ოქმი, რაც პირდაპირ მიანიშნებს საქმისადმი გულგრილ და ტენდენციურ დამოკიდებულებაზე. ამასობაში იკარგება ქონებები.

გიგა წულეისკირის განცხადებით, მისი დაკავებიდან დღემდე, უკვე დაიკარგა 2 ქონება, ჯამში 7,5 მილიონი ლარის ღირებულების.

გიგა წულეისკირი აცხადებს, რომ მისი დაკავების დროს კომპანიის აქტივი შეადგენდა 67 მლნ ლარს, ხოლო კომპანიის ჯამური ვალდებულება 27 მლნ ლარს. გიგა წულეისკირი კიდევ ერთხელ მიმართავს პროკურატურას და დაზარალებულად ცნობილ მოქალაქეებს, რომ მიუხედავად ხელოვნურად შექმნილი პრობლემებისა, კომპანიას ჯერ კიდევ აქვს ვალდებულებების შესრულების რესურსი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა