პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

პროკურატურა - კოდაში, ურთიერთშელაპარაკებისას, შსს-ს თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა ბეტონის საფარის მიმართულებით - სავარაუდოდ, ბეტონის ანასხლეტით ერთმა პირმა მსუბუქი დაზიანება მიიღო

ნახვები: 336 პროკურატურა - კოდაში, ურთიერთშელაპარაკებისას, შსს-ს თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა ბეტონის საფარის მიმართულებით - სავარაუდოდ, ბეტონის ანასხლეტით ერთმა პირმა მსუბუქი დაზიანება მიიღო

სოფელ კოდაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, სადაც ურთიერთშელაპარაკების დროს, შსს-ს თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, პროკურატურამ გამოძიება მუქარისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე დაიწყო.

კერძოდ, როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ ეტაპზე გამოძიებით დადგენილია, რომ 13 აპრილს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში მდებარე ერთ-ერთ ავტოსამრეცხაოს ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა ბეტონის საფარის მიმართულებით და სავარაუდოდ, ბეტონის საფარის ანასხლეტით ერთმა პირმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.

„სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს, იკითხებიან მოწმეები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ამ ეტაპზე სისხლის სამართლებრივი დევნა არც ერთი პირის მიმართ არ დაწყებულა.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა