კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან იოსელიანი მაიკლ ო’ფლაერტთან შეხვედრაზე - დაისვა შეკითხვები, არიან თუ არა პასუხისგებაში მიცემული პირები, რომლებიც ადამიანების ცემაში მონაწილეობდნენ

ნახვები: 315 ლევან იოსელიანი მაიკლ ო’ფლაერტთან შეხვედრაზე - დაისვა შეკითხვები, არიან თუ არა პასუხისგებაში მიცემული პირები, რომლებიც ადამიანების ცემაში მონაწილეობდნენ

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის, მაიკლ ო’ფლაერტისა და საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის შეხვედრა დასრულდა.

როგორც ლევან იოსელიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან საუბრის ერთ-ერთი თემა აქციების დროს დაკავებული პირების, დაკავებული პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მდგომარეობა იყო.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, საუბარი შეეხებოდა ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოში. აინტერესებდა, მე როგორც სახალხო დამცველი, რა პროცესებში ვარ ჩართული და ის ანგარიში, რომელიც პარლამენტში წარვადგინე - ამ ანგარიშის ირგვლივ გვქონდა საუბარი. რამდენიმე საკითხს გაესვა ხაზი, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას.

ასევე, პროტესტის შედეგად დაკავებული ადამიანების მდგომარეობას, რომლებიც ახლა საპატიმროებში არიან. ამავე დროს, დაისვა შეკითხვები, არიან თუ არა პასუხისგებაში მიცემული ის პირები, რომლებიც შესაძლოა იყვნენ დამნაშავეები ადამიანების ცემაში.

ასევე, ერთ-ერთი საკითხი იყო, ზოგადად ორგანიზაციების მდგომარეობა საქართველოში. ბოლო ცვლილებები საკანონმდებლო სისტემაში, რომელიც პარლამენტში მიიღეს.

საუბარი ზოგადად ყველაფერზე გვქონდა, მათ შორის, დაკავებულ პოლიტიკოსებზეც. აინტერესებდა მათი მდგომარეობა, მათ შორის, ჟურნალისტი მზია ამაღლობელის მდგომარეობა და დაინტერესდა საპატიმროში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით. ყველაფერზე მივაწოდეთ ინფორმაცია, რაშიც ჩართულები ვართ და რის ირგვლივაც ჩვენ გვიმუშავია.

საუბრის ერთ-ერთი თემა იყო „გრანტების შესახებ“ კანონში, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და სხვა კანონებში შესული ცვლილებები.

კარგი შეხვედრა იყო და იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც ორი წელია მაკავშირებს, გაგრძელდება. შარშანაც იყო და წელსაც ჩამოვიდა და ვფიქრობ სწორია. ადამიანის უფლებების მდგომარეობა არა მარტო საქართველოში, არამედ ზოგადად, მისთვის მნიშვნელოვანია. ის აქედან სხვა ქვეყნებში მიდის. მე მოხარული ვარ მისი ჩამოსვლით რადგან, როდესაც მე სტრასბურგში ჩავდივარ, ყოველთვის ვცდილობ მას შევხვდე და ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენთვის საერთოა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მანამდე, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა მაიკლ ო’ფლაერტმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა