კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ აღარასდროს დაკეტავს ჰორმუზის სრუტეს - დიდი და ბრწყინვალე დღეა მსოფლიოსთვის

ნახვები: 291 დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ აღარასდროს დაკეტავს ჰორმუზის სრუტეს - დიდი და ბრწყინვალე დღეა მსოფლიოსთვის

ირანი დათანხმდა, რომ აღარასდროს დაკეტავს ჰორმუზის სრუტეს. ის აღარ იქნება გამოყენებული მსოფლიოს წინააღმდეგ იარაღად! - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დღევანდელი დღე „დიდი და ბრწყინვალე დღეა მსოფლიოსთვის“.

„კიდევ ერთხელ! ეს შეთანხმება არანაირად არ არის დაკავშირებული ლიბანთან, მაგრამ ჩვენ გავხდით ლიბანს კვლავ დიდებულს!“- წერს ტრამპი.

მისი მტკიცებით, ირანმა, აშშ-ის დახმარებით, განახორციელა და ახორციელებს გამნაღმვით სამუშაოებს.

„ირანმა, მოაშორა ან ახლა აშორებს ყველა საზღვაო ნაღმს!“- წერს ტრამპი.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და აცხადებენ, რომ ქვეყნის გამდიდრებული ურანის მარაგს არსად გადაიტანენ.

„ირანის გამდიდრებულ ურანს არსად არ გადაიტანენ“, – განაცხადა ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში.

 

აშშ-ის პრეზიდენტი მადლობას უხდის პაკისტანს და პრემიერ-მინისტრსა და ფელდმარშალს, ასევე საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარს დახმარებისთვის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა