კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სალომე ზურაბიშვილი - ვაშა! გვყავს გენერალისიმუსი, რომელიც ითავსებს კოორდინატორ-ისიმუსის ფუნქციას

ნახვები: 313 სალომე ზურაბიშვილი - ვაშა! გვყავს გენერალისიმუსი, რომელიც ითავსებს კოორდინატორ-ისიმუსის ფუნქციას

ვაშა! გვყავს გენერალისიმუსი, რომელიც ითავსებს კოორდინატორ-ისიმუსის ფუნქციას და რომლის ბიოგრაფიაც ყველა საძიებელ პლატფორმაზე გაიწმინდა „ნაცებთან“ ყოველგვარი წარსული კავშირებისგან, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს.

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ეს არის მორიგ სალაყბო საგანზე ყურადღების გადატანის მცდელობა, რათა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე არ გამახვილდეს ყურადღება.

„ვაშა! გვყავს გენერალისიმუსი, რომელიც ითავსებს კოორდინატორ-ისიმუსის ფუნქციას და რომლის ბიოგრაფიაც ყველა საძიებელ პლატფორმაზე გაიწმინდა „ნაცებთან“ ყოველგვარი წარსული კავშირებისგან! უსაფრთხოება კი „მანდატურთუხუცესის” ხელში გადადის! ესე იგი ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარების დროს… მეტად „გამოცდილ“ ხელში!

ჩვენ კი ამგვარ სრულიად რიტუალურ როტაციაზე (სტალინის გამოცდილი მეთოდი) უნდა ვიმსჯელოთ და დრო, ენერგია ფუჭად ვხარჯოთ. ან ერთმანეთს უნდა გადავასკდეთ იმის გარჩევაში, თუ რას ნიშნავს „პატარა პრინცის“ გამოსვლა პოლიტიკურ სცენაზე და რას უპირებს მას მამა…

მთავარია, არც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაკარგვაზე, არც ქვეყნის მომავალზე, არც მოსახლეობის უმძიმეს ყოფაზე, არაფერ სხვაზე არ ვიფიქროთ … მთელი ყურადღება გადატანილ იყოს, სატელევიზიო სერიალების მსგავსად, ყოველდღიურად გადმოგდებულ ახალ-ახალ სალაყბო საგანზე”, - წერს ზურაბიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა