კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პროკურორი ელისო კილაძეზე - სანამ პროცესი დაიხურებოდა, ის გარკვეულ შეთქმულების თეორიებზე საუბრობდა და სასამართლოს რაღაც გაურკვეველ ინფორმაციას აწვდიდა

ნახვები: 328 პროკურორი ელისო კილაძეზე - სანამ პროცესი დაიხურებოდა, ის გარკვეულ შეთქმულების თეორიებზე საუბრობდა და სასამართლოს რაღაც გაურკვეველ ინფორმაციას აწვდიდა

პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე - თაღლითობისა და „ფულის გათეთრების“ ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის ელისო კილაძის საქმის დანარჩენი 9 ბრალდებულის საქმისგან ცალკე გამოყოფის საფუძველს განმარტავს.

ბერძენიშვილის ინფორმაციით, კილაძის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის მიზეზია ის, რომ გამოძიება სხვა პირებთან მიმართებით სხვა საქმეებზე უნდა გაგრძელდეს, რასთანაც ელისო კილაძეს შემხებლობა არა აქვს. მისი თქმით, თავად ელისო კილაძის ბრალად წარდგენილი ქმედების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია.

„პასუხისგებაში მიცემული არიან და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ოთარ რომანოვ - ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, მიხეილ ჩოხელის, გივი ჯიბლაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, თორნიკე ჯანელიძის, გიორგი კამლაძის, ბენ ანორის და ელისო კილაძის მიმართ. დანარჩენ პირებთან მიმართებით სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიებას მეტი დროს ესაჭიროებოდა. ამიტომ სისხლის სამართლის საქმის გამოყოფა და წინასასამართლოს სხდომის ვადის გახანგრძლივება მოვითხოვეთ, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ზემოაღნიშნულ ყველა ბრალდებულთან მიმართებით გამოძიება გრძელდება, თუმცა ელისო კილაძის ბრალად წარდგენილი ქმედების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია. დანარჩენ პირებთან დაკავშირებით სხვა დანაშაულებრივ ქმედებებზე გამოძიება გრძელდება“, - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად.

პროკურორის თქმით, ელისო კილაძე გამოძიებასთან თანამშრომლობის არანაირ სურვილსა და ინიციატივას არ იჩენს.

„სანამ პროცესი დაიხურებოდა, ის გარკვეულ შეთქმულების თეორიებზე საუბრობდა და სასამართლოს რაღაც გაურკვეველ ინფორმაციას აწვდიდა. ელისო კილაძეს არც ერთხელ თანამშრომლობის და რაიმე ინფორმაციის მოწოდების სურვილი არ გამოუთქვამს. გარკვეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დაცვის მხარემაც ჩაატარა, თუმცა არც დაცვის მხარის მიერ ჩატარებულ მოქმედებებში არ არის ასახული ინფორმაცია, რა პოზიციაც ელისო კილაძეს აქვს. იმის მიუხედავად, რომ არ აღიარებს, არც იმის მცდელობას გამოხატავს, რომ რაიმე ფორმით მის შეთქმულების თეორიებში დაგვარწმუნოს“, - განაცხადა პროკურორმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა