გოჩა მირცხულავა - თქვენ კი ვამპირ ღამურებს დაემსგავსეთ, რომლებიც საკუთარი საზოგადოების სისხლით იკვებებიან
კაია კალასი - ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის, რომ რუსული ჯარები საქართველოსა და მოლდოვაში არ იყვნენ
პროკურატურამ გორში პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 სამართალდამცავი დააკავა
თამარ ონიანი - პაპუნა ლოცულაშვილის საქმეზე კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს
დონალდ ტრამპი - ნიკოლის დახმარებით, ჩვენ შეერთებულ შტატებს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიას და ცენტრალურ აზიას ოდესმე არსებულზე უფრო მაღალ სიმაღლეებზე ავიყვანთ
ბენ ჰოჯესი - უკრაინას ყირიმის გასათავისუფლებლად საჭირო რესურსები აქვს
მიხეილ სააკაშვილი - უნდა შევწყვიტოთ მსხვერპლის და მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
„ჰადსონის ინსტიტუტის“ პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს - ფაქტები მუქარით არ იცვლება, თქვენ არ ხართ „ქართული ოცნება

გოჩა მირცხულავა - თქვენ კი ვამპირ ღამურებს დაემსგავსეთ, რომლებიც საკუთარი საზოგადოების სისხლით იკვებებიან

28.05.2026 ნახვები: 171

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გორი მომხდარ პოლიციის ჯგუფურ ძალადობაზე პოსტას აქვეყნებს. 
 
ვინც მხოლოდ ახლა აღშფოთდით, ან ჯერაც ვერ გადაგიწყვეტიათ უნდა აღშფოთდეთ თუ არა, თქვენი მორალური დაცემა მაშინ დაიწყო, როდესაც 2016 წელს 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან წერილი დატოვა, სადაც ადგილობრივ პოლიციელს ზეწოლაში ადანაშაულებდა.
მაშინ ვერ მიხვდით, რომ სისტემა ყარდა?
2019 წელსაც ვერ მიხვდით? ლუკა სირაძის ტრაგედია არ იყო სისტემის მარცხი? გაგახსენოთ, რა უქნეს 15 წლის მოზარდს? გამოძიების შედეგად გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს ბრალი წარედგინა ჩვენების იძულების მუხლით. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 3 (!) წლით აღკვეთა მიუსაჯა.
15 წლის ბავშვზე ვსაუბრობ.
ბავშვზე, რომელმაც თქვენზე ადრე იგრძნო სახელმწიფოს სიმახინჯე და თავისი პროტესტი ერთი ფრაზით გამოხატა – „ამ ცხოვრების დედაც“.
დღეს ბევრს ახარებს, როდესაც ქუჩაში ძალადობენ ადამიანებზე. ახარებს, როდესაც სპეცრაზმი მოქალაქეებს დასდევს, სცემს, ამცირებს და ღირსებას ულახავს. თქვენ გგონიათ, რომ ეს ძალაა. სინამდვილეში ეს სისუსტეა. რადგან ადამიანი, რომელსაც სხვისი დამცირება სიამოვნებს, საკუთარ შიშებს ფარავს.
ახლა იტყვით – „ექვსი პოლიციელი დააკავეს, კიდევ რა გინდათ?“
არა. პრობლემა მხოლოდ ექვს პოლიციელში არ არის. პრობლემა იმ საზოგადოებაშია, რომელიც ყოველ ჯერზე მზად არის ძალადობა გაამართლოს, თუ მსხვერპლი „სხვა მხარეს“ დგას.
თქვენი შვილები არ იქნებიან უსაფრთხოდ მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს სხვას ჩაგრავენ. პირიქით. სწორედ ის სისტემა, რომელსაც დღეს ამართლებთ, ხვალ მათაც შეეხება. უსამართლობას ერთი თვისება აქვს – ის არასოდეს ჩერდება იქ, სადაც თქვენ გსურთ.
თქვენ ის ადამიანები ხართ, ვინც შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილებიც კი დაყავით „ჩვენიანებად“ და „სხვისიანებად“. თქვენ ის ადამიანები ხართ, ვინც მკვდრებსაც პოლიტიკური ნიშნით აფასებთ. თქვენ ის ადამიანები ხართ, ვინც ძალადობაზე ხარხარებთ, თუ მსხვერპლი თქვენი მოწინააღმდეგე ან ნეიტრალური პირია.
წურბელასაც კი აქვს დანიშნულება – მედიცინაში მას ადამიანის გადასარჩენად იყენებენ. თქვენ კი ვამპირ ღამურებს დაემსგავსეთ, რომლებიც საკუთარი საზოგადოების სისხლით იკვებებიან.
ერთი რამ მაინც დაიმახსოვრეთ:
სხვისი შვილის უბედურებაზე აგებული ბედნიერება არ არსებობს.
უბედურებას და სისტემურ დანაშაულს არც პარტია აქვს, არც იდეოლოგია, არც პოლიტიკური სიმპათია. როდესაც ის მოდის, არც ჩემს გვარს კითხულობს და არც თქვენსას.
და სწორედ ამიტომ, სხვისი ტკივილის გამართლებით, საბოლოოდ საკუთარ შვილებს უმზადებთ იმ სამყაროს, რომელშიც თავადაც ვერ ისურვებდით ცხოვრებას.
გორში რაც მოხდა, არ არის ერთი კონკრეტული დანაშაული, ეს სისტემური დანაშაულია და ვინც დღეს დუმხართ, ან მოჩვენებითად შფოთავთ, ამ დანაშაულის თანამონაწილეები ხართ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა