კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ სააკაშვილი - ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, უფრო მეტად ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ვიდრე ივანიშვილის

ნახვები: 334 მიხეილ სააკაშვილი - ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, უფრო მეტად ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ვიდრე ივანიშვილის

თუ ჩვენ მკაფიო, თავისუფალი, პროდუქტიული გადასვლა გვინდა ამ უბედურებიდან, ბედნიერი მომავლის მოდელისკენ, ყველამ ეგოზე მაღლა ქვეყნის ინტერესები უნდა დააყენოს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ სახალხო ერთიანობა იქნება, „აუცილებლად დამარცხდება რეჟიმი“.

„ჩვენ უნდა გაგვიჩნდეს გამარჯვებულის ფსიქოლოგია, სამწუხაროდ, იმ ხალხს, მათ შორის ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ „ლუზერის“ ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება. შევარდნაძის დროსაც ასე იყო, გოგი თოფაძე იყო მაშინ პარტიის ლიდერი და იძახდა, რომ „შევარდნაძე ყოველთვის იქნება და სხვა უნდა მოვნახოთო“.

დღესაც, ხალხი ამბობს, რომ ესენი ისედაც იქნებიან, ამიტომ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, უფრო მეტად ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ვიდრე ივანიშვილის ოპოზიციად და ეს სასაცილოა, მაგრამ მე არ მეცინება. ვიცი, რომ გისოსებს მიღმა მყოფი, ვერ შევძლებ, რომ ეს რეჟიმი მარტომ დავამარცხო. ამისათვის მე თავისუფალი გადაადგილება მჭირდება. თუ სახალხო ერთიანობა იქნება, მაშინ მე, ჩემს წვლილსაც შევიტან და აუცილებლად დავამარცხებთ ამ რეჟიმს.

თუ ჩვენ მკაფიო, თავისუფალი, პროდუქტიული გადასვლა გვინდა ამ უბედურებიდან, ბედნიერი მომავლის მოდელისკენ, ყველამ ეგოზე მაღლა ქვეყნის ინტერესები უნდა დააყენოს.

დრო გავა, ეგოები ჩაგიცხრებათ, ბევრი წავა, მაგრამ ბევრად მეტიც მოვა, მაგრამ ქვეყანა თუ დავკარგეთ მერე გარჩევები და ხელის ქნევები ძალიან გვიანი იქნება.

ჩვენი ამოცანა მარტივია, რომ საშუალება არ მივცეთ მთელი ქვეყანა დაამსგავსონ ივანიშვილის რაღაც ქაოსურ იდიოტურ ბანდას. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ყველა ერთმანეთს ჭამს და აღარ გვინდა ამის დანახვა. ეს შეკვეთას უფრო ჰგავს. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, რომ ივანიშვილმა არ შეგვათრიოს თავის ბაზაზე.... მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მინდა ყველა პოლიტპატიმარს ვუსურვო გამარჯვება“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა