თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში

ნახვები: 294 მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში

სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს, არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რითაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ დღეისთვის ქვეყანაში 91 პოლიტიკური პატიმარია.

სააკაშვილი ორგანიზაციას აკრიტიკებს იმის გამო, რომ შესაბამისი პატიმრების ჩამონათვალში ვერ მოხვდა და აღნიშნავს, რომ ხალხი მათ „არაგულწრფელ, არაეფექტურ გრანტიჭამიებად“ მიიჩნევს. ამასთან, სააკაშვილი „ყველა სამართლიან ადამიანს სთხოვს, საკადრისი პასუხი გასცეს ამ ცრუ "გამჭვირვალობას" და სირცხვილი მათ“.

„სინამდვილეში, ეს ერთი წუთით არ გამკვირვებია. სწორედ ქართულმა არასამთავრობო სექტორმა შეიტანა დიდი წვლილი ჩემი რეფორმატორული მთავრობის დისკრედიტაციაში და ივანიშვილის მოყვანაში. ამდენი წელი, ეს მოღვაწეები, სრულიად ურცხვად არ იღებენ არანაირი პასუხისმგებლობას ამაზე, უფრო მეტიც, დღემდე მე მაბრალებენ ივანიშვილის მოყვანას. კარგი, დავუშვათ ამდენი წელი თვალს იბრმავებდით და ვერ ხვდებოდით, რომ რუსული რეჟიმი მოიყვანეთ. ნუთუ ბოლო ორი წელი არ იყო საკმარისი, რომ გათავისუფლებულიყავით სააკაშვილის კომპლექსისგან და თუნდაც ახლა მაინც აღიარებდეთ, რომ მთავარი პოლიტპატიმარი, რეჟიმისთვის და რუსეთისთვის მთავარი პრობლემა ვარ სწორედ მე? ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პოლიტიკა უნდა განახლდეს. მათი ხელმძღვანელები, რატომღაც 15-20 წელი არიან მომსხდარი ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელ თანამდებობებზე, თავისი კარგი ცხოვრებით. სწორედ ამიტომ არანაირი ავტორიტეტი ხალხში თქვენ არ გაქვთ, ხალხი თქვენ გთვლით არაგულწრფელ, არაეფექტურ გრანტიჭამიებად. და როგორ გამოვიდა, რომ ევროსაბჭო, რომელსაც თქვენ მოიხმობთ, თავის მრავალრიცხოვან რეზოლუციებში მასახელებს პოლიტპატიმრად და პუტინის პირად ტუსაღად, იგივე ეხება ევროპარლამენტს, „ემნესთი ინთერნეიშენალს“ და თქვენ არ გაგყავართ იმავე კატეგორიებში. ხმა არ ამოგიღიათ ოპოზიციის მასობრივ პოლიტიკურ დევნაზე „ქოცების“ პირველივე წლებიდან, აქებდით "სასამართლო რეფორმის რამდენიმე ტალღას." ხმა არ ამოგიღიათ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ძალადობაზე და მასობრივ მოსყიდვაზე, 2020 წლის გაყალბებაზე. სწორედ ამ თქვენი სიჩუმით, დიდი წვლილი გაქვთ შეტანილი დიქტატურის ჩამოყალიბებაში და სხვათა შორის, სიტყვა დიქტატურის გამოყენებას დღემდე დემონსტრაციულად არიდებთ თავს. სანამ არ აღიარებთ თქვენს პასუხისმგებლობასაც დღეს შექმნილ სიტუაციაში, სანამ არ აღიარებთ თქვენივე შეცდომებს, მათ შორის ახლა ჩემს მიმართ დაშვებულ დანაშაულებრივ შეცდომას, რომ თურმე მართლა პიჯაკების ყიდვისთვის ვარ ტყვეობაში და ახლა არ მასამართლებდნენ პოლიტიკური გამონათქვამისთვის, მანამ ვერანაირ სერიოზულ როლს თქვენ საქართველოში ვერ ითამაშებთ. ვთხოვ ყველა სამართლიან ადამიანს, საკადრისი პასუხი გასცეს ამ ცრუ "გამჭვირვალობას", სირცხვილი მათ! PS. „თრანსფარენსმა“ გააკეთა ახალი განმარტება, რომ პოლიტპატიმრის სიაში შევიყვანეთ მხოლოდ ის, ვინც გამონათქვამების და აქციების გამო ზისო. აქაც იტყუებიან, მე ახლა სწორედ ჩემი გამონათქვამისთვის და აქციებზე გამოსვლის მოწოდებისთვის მასამართლებენ "საბოტაჟის საქმეზე", მაგრამ ეს მათ შეგნებულად გამორჩათ. იმედია, გამოჩნდებიან პატიოსანი არასამთავრობოებიც, რომლებიც ამ უსამართლობაზე ხმას ამოიღებენ“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული განახლებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 91 პოლიტიკური პატიმარია. ორგანიზაციის განცხადებით, სიაში შეყვანილი 91 პირი აკმაყოფილებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დადგენილ პოლიტპატიმრის კრიტერიუმებს.საუბარია 91 მსჯავრდებულსა და ბრალდებულზე, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა