Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory
Russian mines injure 1,739 civilians, including 178 children, since start of full-scale war
Zelensky: US has power and means to compel Russia to agree to real energy truce

ზელენსკი: ბოლო 10-12 თვეში ბრძოლის ველზე გავძლიერდით — ძლიერი პოზიციის გარეშე მხოლოდ ულტიმატუმები იქნებოდა, ახლა დიპლომატია შესაძლებელია

ნახვები: 317 ზელენსკი: ბოლო 10-12 თვეში ბრძოლის ველზე გავძლიერდით — ძლიერი პოზიციის გარეშე მხოლოდ ულტიმატუმები იქნებოდა, ახლა დიპლომატია შესაძლებელია

 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბოლო 10-12 თვის განმავლობაში უკრაინამ ბრძოლის ველზე პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყარა, რაც ომის დიპლომატიური გზით დასრულების შესაძლებლობას ქმნის.

„ბრძოლის ველზე ძლიერი პოზიციის, უკრაინის ძლიერი პოზიციის გარეშე მხოლოდ ულტიმატუმები იქნებოდა, ახლა კი დიპლომატია შესაძლებელია. ჩვენ მართლაც გავძლიერდით ბოლო 10-12 თვის განმავლობაში“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ომის ერთ-ერთ მთავარ საკითხად დონბასი რჩება, სადაც რუსეთმა სამხედრო ძალების რაოდენობა გაზარდა. ზელენსკი ვარაუდობს, რომ რუსეთში არჩევნების შემდეგ შესაძლო ახალი მობილიზაციაც სწორედ ამ მიმართულებაზე იქნება ორიენტირებული.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას უახლოესი თვეებისთვის მოქმედების ორი გეგმა აქვს. გეგმა „ა“ გულისხმობს დიპლომატიური პროცესის დაჩქარებას და რუსეთის თავდასხმების შემცირების მცდელობას, ხოლო გეგმა „ბ“ — უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის საკუთარი ანტიბალისტიკური სისტემის განვითარებას.

ზელენსკის თქმით, ამ საკითხებზე შეხვედრები გაიმართება ნორვეგიასა და კანადაში. ამასთან, მისი ინფორმაციით, მომავალ წელს აშშ „პეტრიოტის“ სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების წარმოებას გაზრდის, უკრაინას კი გერმანიასთან შესაბამისი ლიცენზიების საკითხზე შეთანხმებები აქვს.

პრეზიდენტმა ზამთრის მოახლოებასაც მნიშვნელოვანი გამოწვევა უწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინას დამატებითი ფინანსური რესურსები სჭირდება სამხედროების, ჰუმანიტარული საჭიროებებისა და თავდაცვის საშუალებების წარმოებისთვის.

ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ბოლო პერიოდში საჰაერო დარტყმებს აძლიერებს, რასაც ის რუსეთის არჩევნებს უკავშირებს.

„პუტინი ამას თავისი არჩევნების წინ აკეთებს. დარტყმებს აძლიერებს. ჩვენ პასუხს გავცემთ“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინის გაძლიერებული სამხედრო პოზიციები კიევს საშუალებას აძლევს, უფრო თავდაჯერებულად განიხილოს სამომავლო მოლაპარაკებები. ზელენსკი კვლავ მხარს უჭერს სამმხრივი შეხვედრის გამართვას აშშ-ისა და რუსეთის მონაწილეობით და არ გამორიცხავს ფორმატში ევროპელი პარტნიორების ჩართვასაც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა