კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჩვენს დელეგაციას მოლაპარაკებებზე აქვს მკაფიო ამოცანა, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს

ნახვები: 407 ჩვენს დელეგაციას მოლაპარაკებებზე აქვს მკაფიო ამოცანა, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებები აუცილებელია. ზელენსკის თქმით, უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციების წარმომადგენლები ყოველდღიურად საუბრობენ ვიდეოფორმატში.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აუცილებელია საუბარი, რადგან ამ მოლაპარაკებების წყალობით, დღეს უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან 5 550 ადამიანი იქნა ევაკუირებული, ხოლო ექვს დღეში 130 000-ზე მეტი ადამიანი.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მარიუპოლამდე ჰუმანიტარული დერეფანი დაკეტილი რჩება.

„ჩვენს დელეგაციას აქვს მკაფიო ამოცანა – ყველაფერი გავაკეთოთ, რათა პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს. შეხვედრა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ხალხი ელოდება. გასაგებია, რომ ეს რთული ამბავია, რთული გზაა, მაგრამ საჭირო გზაა და ჩვენი მიზანია, ამ ბრძოლაში, ამ რთულ მოლაპარაკებებში უკრაინამ მიიღოს ის შედეგი, რაც აუცილებელია მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, რათა ნორმალური და ეფექტური გარანტიები გვქონდეს. არა როგორც ბუდაპეშტის მემორანდუმის მიხედვით, არც ისე, როგორც ჩვენს ცაში, არამედ ისე, რომ უკრაინელებს შეეძლოთ, თქვან: ეს მუშაობს, ეს არის გარანტიები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა