კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ბულინგის ქვეშ მოექცა-ღუდუშაური

ნახვები: 570 როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ბულინგის ქვეშ მოექცა-ღუდუშაური

პრეზიდენტი როდესაც მმართველ ძალას გვაკრიტიკებს, ამას არა მარტო ჩვენ, არამედ საზოგადოებაც ვერ გაიზიარებს. როდესაც დაუსაბუთებელი კრიტიკა გაქვს, ობიექტურობაზე საუბარი ზედმეტია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან რთულია, ობიექტურად დამკვირვებელმა პირმა ეს განცხადებები რეალურად აღიქვას.

„ეს გამოსვლა და მისი ძირითადი ნაწილი აბსოლუტურად აცდენილი იყო რეალობას. როდესაც პრეზიდენტი მმართველ ძალას გვაკრიტიკებს და მოვისმინეთ კრიტიკისმაგვარი რამდენიმე მისი შეფასება, ამას არა მარტო ჩვენ, არამედ საზოგადოებაც ვერ გაიზიარებს ვერც ერთ შემთხვევაში. ძალიან რთულია, რომ ნებისმიერმა ობიექტურად დამკვირვებელმა პირმა ჩვენი მისამართით ეს განცხადებები აღიქვას რეალურად და ობიექტურად. როდესაც დაუსაბუთებელი კრიტიკა გაქვს, ობიექტურობაზე საუბარი ზედმეტია", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ღუდუშაურმა კითხვის საპასუხოდ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ნათქვამი თუ მართალია, ასეთ შემთხვევაში, საკითხი შესწავლას საჭიროებს.

კითხვაზე: „პრეზიდენტს ვიზიტები ვინ ჩაუშალა", ღუდუშაურმა განაცხადა, რომ მსგავსი რამ წარმოუდგენელია.

„აბსოლუტურად წარმოუდგენელია მსგავსი რამ. პრეზიდენტისგან ბევრი დაუსაბუთებელი კრიტიკა და უარგუმენტაციო პოზიციონირება დავინახეთ. როგორც ჩანს, ის პირდაპირ თუ ირიბად მოექცა „ნაციონალური მოძრაობის" ბულინგის ქვეშ, ეს არის ფაქტი. მისი განცხადებები და მოყვანილი ფაქტები თუ მართლაც რეალობაა, ბუნებრივია, შესწავლას საჭიროებს. თუ პრეზიდენტს კონსტიტუცია აქვს დარღვეული, არავის აქვს უფლება, რომ კონსტიტუცია დაარღვიოს. ვისი საქმიანობაც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოვა, რა თქმა უნდა, ვერც პრეზიდენტი და ვერც ნებისმიერი პირი ვერ იქნება კონსტიტუციაზე მაღლა. მით უფრო მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა თვითონ ბრძანა, რომ კონსტიტუციის გარანტია. თუ ფაქტები მართლაც რეალობაა და მან პირდაპირ დაარღვია კონსტიტუცია, ასეთ შემთხვევაში, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, წლიურ მოხსენებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ წერილობით ეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტებზე და საჭიროდ მიიჩნია სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა