ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

საგანგაშოდ მიმაჩნია ამით აღფრთოვანება-ბოკერია ზურაბიშვილის მოხსენებაზე

ნახვები: 354 საგანგაშოდ მიმაჩნია ამით აღფრთოვანება-ბოკერია ზურაბიშვილის მოხსენებაზე

"დღეს ჩვენ ვუსმენდით პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომელიც ისე საუბრობდა, თითქოს თვითონ სხვა პლანეტიდან იყოს და ყველაფერზე მაღლა დგას და არაა ნაწილი აქაური პოლიტიკური პროცესების.

თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ეს ადამიანი, ვინც დღეს პოლარიზაციას გმობს და ყველა დამნაშავეა მისთვის საკუთარი თავის გარდა, თვითონ იყო ის, ვინც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებდა, ნატო-ს საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწეოდა, დავით გარეჯის სამარცხვინო კამპანიის ერთ-ერთი ავტორი იყო და სისხლიანი ბანერებით და მოსყიდვით ვინ აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად?

თავის დანაშაულსა და შეცდომაზე არაფერს იძახის და რა მოვისმინეთ მომავალზე, წარსულს რომ თავი დავანებოთ? მხოლოდ სადღეგრძელო და ნახევარი სიმართლე. აბსურდული განცხადებები, რომ თურმე ვაშინგტონსა და ბრიუსელში არ უნდა გაიგონ, რომ ცუდად იქცევა ივანიშვილის რეჟიმი. არანაირი კონკრეტიკა, არანაირი კონკრეტული საკითხები, რომელსაც დღევანდელ ხელისუფლებას უსვამს, თუ რა უნდა გააკეთონ.

რაც მთავარია, თითქოს მიმომხილველი იყოს ან ოპოზიციაში იყოს, არანაირი ნაბიჯები, რომელსაც თვითონ დგამს ამ ვითარებაში, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე. ამიტომ მიმაჩნია მე საგანგაშოდ ამით აღფრთოვანება. სალომე ზურაბიშვილზე უფრო დიდი პრობლემაა ჩვენი საზოგადოების ნაწილში ამ ყველაფრის უგულებელყოფა",-ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 2022 წლის საპარლამენტო მოხსენებაზე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა