ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

სალომე ზურაბიშვილს არ აპატიეს, რომ სხდომათა დარბაზში სიმბოლურად შემოიყვანა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი-გოცირიძე

ნახვები: 373 სალომე ზურაბიშვილს არ აპატიეს, რომ სხდომათა დარბაზში სიმბოლურად შემოიყვანა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი-გოცირიძე

„ქართული ოცნების" განცხადება არის ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და პირდაპირ რუსეთის მიმართ ბოდიშის მოხდაა, - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცორიძემ „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს დღევანდელი განცხადება.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი სახე.

„ხელისუფლებას უნდა, წარმოაჩინოს, რომ ევროპაში სალომე ზურაბიშვილი მათ მიერ გაგზავნილი არ იყო და ეს იყო მისი პირადი ვიზიტი, განცხადებები, რაც არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის პოზიციას. ეს არის მოღალატეობრივი გადაწყვეტილება, რაც „ქართულმა ოცნებამ" გამოაცხადა. სინამდვილეში, სალომე ზურაბიშვილს არ აპატიეს, რომ მან სხდომათა დარბაზში სიმბოლურად შემოიყვანა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი და ამისთვის სჯიან. მას არ აპატიეს ევროპაში უკრაინის მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ" კუდიანებზე ნადირობა გამოაცხადა და მთავარ კუდიანად დანიშნა სალომე ზურაბიშვილი, ხოლო პატარ-პატარა ეშმაკებად ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც თურმე ქვეყანაში საბოტაჟს აწყობენ და შაქრის გაქრობაშიც წვლილი მიუძღვით. „ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი სახე, რადგან მას ბიძინა ივანიშვილმა არ აპატია ის განცხადება, რომელიც გუშინ გააკეთა, როცა თქვა, რომ ქვეყანა იმართება პარტიული ინტერესებით და არა კანონის შესაბამისად. ეს არაფორმალური მმართველობისკენ იყო მინიშნება და პატარა კენჭები ივანიშვილის ბოსტანშიც გადაყარა, ამიტომ მიდის მისი ალაგმვისა და დაშინების პროცესი", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა