საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

ასეთ კრიზისულ ვითარებაში ინსტიტუციური დაპირისპირების დრო არ არის-ლევან იოსელიანი

ნახვები: 381 ასეთ კრიზისულ ვითარებაში ინსტიტუციური დაპირისპირების დრო არ არის-ლევან იოსელიანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ ახლა ინსტიტუციური დაპირისპირების დრო არ არის.

ლევან იოსელიანი გამოეხმაურა „ქართული ოცნების" განცხადებას, რომ მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება.

„არის თუ არა იმის დრო, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანოს მთავრობამ? ახლა, ასეთ კრიზისულ ვითარებაში ამის დროა? ინსტიტუციური დაპირისპირების დროა? მგონია, რომ არ არის. თუ ვინმესთვის მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებამოსილების გამიჯვნა, სჯობს, ახლა თავი შეიკავოს, შემდეგ გავარკვიოთ, პრეზიდენტს რისი უფლება ჰქონდა და რისი - არა. ფაქტია, რომ პრეზიდენტი საზღვარგარეთ თავის პირად საქმეზე არ წასულა, წავიდა ქვეყნის ევროინტეგრაციაზე სასაუბროდ და ევროპელ ლიდერებს საქართველოს ინტერესებზე ესაუბრებოდა, რასაც კონსტიტუცია ავალდებულებს", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

რაც შეეხება ელჩების არდანიშვნის საკითხს, იოსელიანის თქმით, პრეზიდენტის დისკრეციაა და აქვს უფლება, გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტული ელჩის დანიშვნა-არდანიშვნაზე.

„ახლა ეს ინსტიტუციური დავა ქვეყანას არ სჭირდება და ნამდვილად არ წარმოაჩენს ღირსეულად. იმის ნაცვლად, რომ გამოწვევების მიმართ კონსოლიდაციას ვახდენდეთ, ჩვენ კიდევ უფრო ღრმა პოლარიზაციაში მივდივართ და ახლა ყველაფერი ინსტიტუციურ დაპირისპირებაში გადავზარდეთ, გეგონება, პარტიული დაპირისპირება არ გვყოფნის. მგონი, პრეზიდენტის მოხსენება „ქართული ოცნებისთვის" იმდენად ცივი შხაპი აღმოჩნდა, რომ მათ ასეთი პასუხის გაცემა გადაწყვიტეს", - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკურმა საბჭომ 15 მარტს გაავრცელა განცხადება, რომ მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო სისტემის თამაშის წესებს კონსტიტუცია განსაზღვრავს, ხოლო პრეზიდენტს მისი გადაწერის შესაძლებლობას ვერავინ მისცემს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა