ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

მსოფლიო გმობს ამ უაზრო ომს-იენს სტოლტენბერგი

ნახვები: 369 მსოფლიო გმობს ამ უაზრო ომს-იენს სტოლტენბერგი

მსოფლიო გმობს ამ უაზრო ომს. ნატო-ს მოკავშირეები და პარტნიორები აწესებენ უპრეცედენტო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ჩვენ ერთიანები ვართ უკრაინისადმი მხარდაჭერაში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენებრგმა ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის გახსნითი სიტყვის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო-ს მინისტრები შეიკრიბნენ, რათა განიხილონ რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე და მოემზადონ მომავალ კვირაში დაგეგმილი სამიტისთვის.

„ჩვენ შემოგვიერთდა ჩვენი უკრაინელი კოლეგა ოლექსი რეზნიკოვი, ასევე ჩვენი სხვა პარტნიორები, საქართველო, ფინეთი, შვედეთი და ევროკავშირი. მსოფლიო გმობს ამ უაზრო ომს. ნატო-ს მოკავშირეები და პარტნიორები აწესებენ უპრეცედენტო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ჩვენ ერთიანი ვართ უკრაინისადმი მხარდაჭერაში. მრავალი წლის განმავლობაში ნატო-ს მოკავშირეებმა გაწვრთნეს ათობით ათასი უკრაინელი სამხედრო და მიაწოდეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღჭურვილობის დიდი რაოდენობა, რათა დახმარებოდნენ უკრაინას, დაეცვა თავისი უფლება, დაიცვას საკუთარი თავი. რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან ალიანსმა მნიშვნელოვანად გააძლიერა მხარადაჭერა მამაცი უკრაინელი ხალხისადმი, მთავრობისადმი და შეიარაღებული ძალებისადმი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებით, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარებით და მილიონობით ლტოლვილებისთვის თავშესაფრის მიცემით. დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დავუჭიროთ მხარი უკრაინას", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა