ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

„ნამახვანჰესი“ უნდა აშენდეს-დავით ნარმანია

ნახვები: 482 „ნამახვანჰესი“ უნდა აშენდეს-დავით ნარმანია

 

„ნამახვანჰესი“ უნდა აშენდეს, ჩვენ იმისი ფუფუნების გზა არა გვაქვს, რომ ამხელა მოცულობის ინვესტიციაზე, ამდენი ხალხის დასაქმებაზე და შესაბამისად, საპირისპიროდ იმპორტდამოკიდებულების შემცირებაზე ვთქვათ უარი, – ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

ნარმანიას თქმით, შიდა თუ გარე, ქვეყნის განვითარების არამოსურნე პირების მიერ იყო აქციები დაორგანიზებული და ჰესის მშენებლობა შეჩერებული.

„რამე კითხვები თუ არსებობს, მთავრობამ თქვა, დავჯდეთ, გავიაროთ გავაკეთოთ დამატებითი კვლევები, მაგრამ მაინც შიდა თუ გარე, ქვეყნის განვითარების არამოსურნე პირების მიერ იქნა აქციები არაერთი დაორგანიზებული და შესაბამისად, შეჩერებული; თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ ეს არის დროებითი და დაინტერესებულ მხარეთა ფართო და აქტიური ჩართულობით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობა, ისევე, როგორც სხვა საშუალო და მსხვილი ჰესების მშენებლობა, გაგრძელდება; მათ შორის, არის მართლაც გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უწყინარი ჰესები. მე ასეთ ჰესებს ვეძახი, რომლებიც რაიმე სახის მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. რა გავლენას უნდა ახდენდეს ერთ მეგავატამდე მცირე ჰესი გარემოსთვის, როცა რაღაცა ტიპის პროტესტების ცეცხლის შენთება ხდება სპეციალურად და ჩერდება ასეთი ჰესების მშენებლობა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა