თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

დავაფასეთ, რომ თურქეთი იკავებს პრაგმატულ ხაზს-ლავროვი

ნახვები: 428 დავაფასეთ, რომ თურქეთი იკავებს პრაგმატულ ხაზს-ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, თურქ კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრისას ვრცლად ისაუბრეს უკრაინაში და მის გარშემო არსებულ ვითარებაზე.

„კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებების მიზანი არის დონბასის მცხოვრებთა დაცვა პირდაპირი სამხედრო საფრთხისგან კიევის რეჟიმის მხრიდან, უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, რომ ამ ქვეყნის ყველა ეთნიკური ჯგუფის ყველა მოქალაქემ შეძლოს ცხოვრება მშვიდობის, თანხმობისა და უსაფრთხოების პირობებში. ჩვენ დავაფასეთ, რომ ანკარა იკავებს პრაგმატულ ხაზს, აქვს დაბალანსებული მიდგომა და არ შეუერთდა ცალმხრივ უკანონო სანქციებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აშშ-მა და მისმა სატელიტებმა დააწესეს", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რაც შეეხება კითხვას პუტინი-ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებისთვის ერდოღანის შუამავლობაზე, - ლავროვის თქმით, არ არსებობს არანაირი დაბრკოლება შეხვედრის ორგანიზებისთვის იმის გათვალისწიებით, თუ ეს არ იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის, არამედ იქნება პრეზიდენტების კონტაქტი, რაც გაამყარებს მიღწეულ შეთანხმებებს, რომლებიც ახლა მუშავდება ორი დელეგაციის არხებით, რომლებმაც სამი შეხვედრა ბელარუსში გამართეს და ახლა მუშაობენ ვიდეოკონფერენციის რეჟიმში.

„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ უკრაინის ხელისუფლება უპირატესობას ანიჭებს შეხვედრების ჩატარების გარე ეფექტებს, რათა მხოლოდ აჩვენონ სურათები, აჩვენონ ეს ამბავი ტელევიზიით და გაავრცელნ ინტერნეტში. ყოველწლიურად, როდესაც ჩვენ ვცდილობდით, მიგვეღწია მინსკის შეთანხმების შესრულებისთვის, უკრაინის ხელმძღვანელები მოქმედებდნენ სწორედ ასეთი მიდგომით - მოდით, შევხვდეთ, მაშინ ყველაფერი გადაწყდება. ხოლო როდესაც შეხვედრაზე მიიღწეოდა შეთანხმებები, ისინი მათ უბრალოდ ღიად საბოტირებდნენ. ასე მოხდა 2019 წლის დეკემბერში პარიზის ნორმანდიული სამიტის შედეგებთან დაკავშირებითაც. ამიტომ ჩვენ უკრაინელი ლიდერების ამ ქცევებიდან ვისწავლეთ სერიოზული გაკვეთილი და ახლა შევთანხმდებით შეხვედრებზე, რომლებსაც რეალურად ექნებათ დამატებითი ღირებულება ყველა იმ საკვანძო საკითხზე, რომლებმაც ამჟამინდელ კონფლიქტამდე მიგვიყვანა", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა