კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინა ევროპის ერთიან ენერგოსისტემას შეუერთდა

ნახვები: 453 უკრაინა ევროპის ერთიან ენერგოსისტემას შეუერთდა

უკრაინა ევროპის ერთიან ენერგოსისტემას შეუერთდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში" უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.

უკრაინული მედიის ცნობით, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის ენერგოსისტემა ოფიციალურად შეუერთდა ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორების ქსელს (ENTSO-E).

„უკრაინა „ენერგეტიკული ევროკავშირის" წევრი გახდა. დასრულდა უკრაინული და ევროპული ენერგოსისტემების გაერთიანება. ახლა ჩვენი ელექტროენერგია მიდის ევროკავშირში, ევროპული კი - უკრაინაში. მადლობა ევროკავშირის ყველა წევრს, განსაკუთრებით კი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარს კადრი სიმსონს და ყველას, ვისი დახმარებითაც ჩვენ დღეს ერთიანი ენერგოსისტემა გვაქვს", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს, რომ უკრაინასთან ერთად მოხდება მოლდოვის ელექტროქსელების ევროკავშირის ელექტროქსელებთან სინქრონიზაციაც.

„უკრაინა, მოლდოვა და ევროპა: საერთო ღირებულებები, საერთო ენერგია და სოლიდარობა. მივესალმები დღეს გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც მიმართულია ამ ბნელ დროს სახლებში სითბოს, სინათლის შენარჩუნებისკენ უკრაინისა და მოლდოვის ელექტროქსელების ევროკავშირის ელექტროქსელებთან სინქრონიზებით. ჩვენ გავაგრძელებთ მათი ენერგოსისტემების სტაბილიზებაზე მუშაობას", - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა