ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება - მამუკა მდინარაძე
თეონა აქუბარდია - ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ არის თვალსაჩინო გამოხატულება, რომ „ქართული ოცნება“ ღალატობს ქართველი ხალხის მისწრაფებას
ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან
რატი იონათამიშვილი - ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი
გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, ყველა ის ნაშრომი, რომელიც ქართველ ხალხს, სხვადასხვა თაობას აქვს, წყალში იყრება
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპარლამენტარებს უწევთ იმ პრობლემებთან გამკლავება, რასაც „ქართული ოცნება“ ხალხისთვის წარმოშობს
განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
იაგო ხვიჩია - კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული?

ზელენსკი - დაჩაგრული ერების კრებითი სახე... თუ მსოფლიოს ლიდერი ხარ, მაშინ მსოფლიო მშვიდობის ლიდერიც უნდა იყო

03.16.2022 | 19:27 ნახვები: 828

პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვა იყო მარტივი, პრაქტიკულად დაცლილი პათეტიკისაგან, მაგრამ იმდენად დამუხტული ემოციით, რომ ფეხზე წამოაყენა ამერიკის კონგრესი.

პირველად გამოჩნდა კაცი მსოფლიოში, რომელმაც ამერიკის მთელი მთავრობის წინაშე პირდაპირ, მკვახედ უთხრა ამერიკის პრეზიდენტს, რომ სისუსტე და ყოყმანი არ წარმოადგენს სიძლიერეს, და რომ სიძლიერე ძლიერებაშია და არა სისუსტეში.

საკუთარ სამშობლოში ნაკლებად პოპულარული ზელენსკი გარემოებამ აქცია მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ ლიდერად, რადგან მან ზუსტად დაიჭირა მომენტის მუხტი და მყისიერად მოახდინა ამ მუხტის ისეთი ამპლიფიკაცია, რომ ბომბად გახეთქა მთელ პლანეტაზე.

ზელენსკის უკან დგას ამაყი, მებრძოლი, შეგნებული, მამაცი, განათლებული და ძლიერი სულის მქონე, დიდსულოვანი ერი; ერთ მუშტად შეკრული და გაერთიანებული; გაერთიანებული ყოველგვარითუ“- დამაგრამ“-ის გარეშე.

უკრაინის პრეზიდენტს ბოლომდე გააზრებული აქვს ის ძალა, რომელსაც ის ფლობს ამ მომენტში და ამიტომ მოქმედებს და მეტყველებს მკვეთრად, ყოველგვარი მორიდებისა და რევერანსების გარეშე.

ეს გულადი კაცი არის კრებითი სახე დაჩაგრული ერებისა, რომლებსაც ამერიკა-ევროპის ფსევდო-პრაგმატულმა პოლიტიკოსებმა პრაქტიკულად წაართვეს თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლად არსებობის უფლება, გადაანაწილეს რა ისინი დიდი სახელმწიფოებისუკანა ეზოებად და ბაღ-ბოსტნებად“.

ის საქართველოს სახელითაც მიმართავდა დღეს ამერიკის კონგრესს და უკრაინული ტრაგედიის კადრების მიღმა ქართული ტრაგედიის კადრებიც იყო მიმალული, კადრები, რომლებიც არ უხილავს მსოფლიოს, რადგან ჩვენ, ისტორიის კრიტიკულ მომენტში ჩავთვალეთ და შევთანხმდით, რომ საქართველო არ უნდა ყოფილიყო განხეთქილების ვაშლი ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობათა გარკვევების დროს.

პრეზიდენტ ზელენსკის კი ერთი წამითაც არ დაუხევია უკან; ისევ მკვეთრად, ბოდიშების გარეშე მოითხოვს დემოკრატიული სამყაროსაგან მოვალეობის შესრულებას.

თუ მსოფლიოს ლიდერი ხარ, მაშინ მსოფლიო მშვიდობის ლიდერიც უნდა იყო - ვალდებული ხარ!“ - მიმართა მან ამერიკის პრეზიდენტს, თავისუფალი სამყაროს პირველ კაცს.

ვოლოდიმირ ზელენსკის სიძლიერე უკრაინამ შექმნა - ერისა და ერისთავის უნიკალურად შერწყმულმა ერთიანობამ.

სწორედ ამ მოტივის დაჭერამ წამოაყენა ფეხზე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი, ქვეყნის, რომელმაც ყველაზე კარგად იცის თუ რას ნიშნავს ძნელბედობის ჟამს ერთსულად და ერთხორცად შეკვრა და მოქმედება.

თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო. საქართველოს ისევ მიეცა შანსი, რომელიც ლოგიკურად არ არსებობდა და გარემოებათა უცნაურმა დამთხვევამ შექმნა.

შემთხვევითობა არ არის ის ფაქტი, რომ ზელენსკის გვერდით ქართველი კაცი დგას, სწორედ იმ მოკვეთილი მიწიდან, რომლის დაბრუნების იმედიც მხოლოდ სიზმარში თუ ჰქონდა საქართველოს.

ეს ბედისწერისგან გამოგზავნილი ნიშანია. ოღონდ, ჩვენც უნდა შევიკრათ ზუსტად ისე, როგორც ეს უკრაინამ მოახერხა, თორემ ეს შანსი ისევ შეუმჩნევლად ჩაივლის.

---

ყველაზე მძლავრი დარტყმა, რომელიც რუსეთმა მოულოდნელად მიიღო სულ ორიოდე კვირაში, არის უნივერსალური ბოროტებისტრენდადგადაქცევა.

ესტრენდიშთანთქავს და ანადგურებს რუსეთის აბსოლუტურად ყველა მიმართულებას, შეუძლებელს ხდის ქვეყნის არსებობას მსოფლიო საზოგადოებაში.

ნებისმიერი ქვეყნის სოციუმის ყველაზე პრიმიტიულმა წარმომადგენელმაც კი იცის, რომ რუსეთი და რუსიხიხიაა“.

ნებისმიერი სახის პროტესტი და ნეგატიური დამოკიდებულება რუსეთისა და რუსის მიმართ წახალისებულია. ეს პროცესი თუ რამდენიმე თვის განმავლობაში მაინც გაგრძელდა, ნელნელა შეუქცევად ხასიათს მიიღებს. ამას ყველაზე კარგად ფსბ ხვდება.

ცხადია ხვდება თავად პუტინიც. რუსეთი ვერ იცხოვრებს და იარსებებს ჩრდილოეთ კორეასავით. ეს მათ არ სურთ. პრეტენზია აქვთ მსოფლიო პოპულარობის.

რუსეთის გადარჩენის ერთადერთ გზას წარმოადგენს ამ ნეგატიურიტრენდისჯერ ნაწილობრივ განეიტრალება, შემდეგ კი გაფერმკრთალება. რაღაცნაირად უნდა მოხერხდეს რუსეთის მიმართ სიმპათიების გაჩენა რაიმე სახით. ეს თავისებურიფსიქოლოგიური დესანტისფენომენია.

სრულად ოკუპირებულ სივრცეში ჩააგდებ პატარა მარცვალს და მერე იწყებ ამ მარცვალის ნელნელა გაფართოება-განვრცობას.

ომი წარმოადგენს ადამიანის ფსიქოლოგიური აგრესიის აპოთეოზს. ომის დროს მეტოქის ფიზიკური განადგურება დაშვებულია და გონება ამ დებულებას როგორც აქსიომას, ისე იღებს. ეს აუცილებელია ფიზიკური გადარჩენისათვის.

საკმარისია გონებამ თუნდაც ერთი წამით დაუშვას, რომ მის წინაშე მეორე ადამიანია, ის იწყებს ფიქრს, ყოყმანს და სწორედ ამ დროს ხდება წამიერად მოწყვლადი და ნადგურდება.

ანალოგიური ეფექტი აღინიშნება თანამედროვე გლადიატორების ვითომ სპორტულ ჩხუბებში. ისინი ეჩვევიან გონების გამორთვას ორთაბრძოლის მომენტში და ივსებიან მხოლოდ გამანადგურებელი, ბრმა აგრესიით.

ამ ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიღწევის გარეშე ისინი ყოველთვის დამარცხებისათვის იქნებიან განწირულნი.

უკრაინამ უკვე მიაღწია ასეთ ფსიქოლოგიურ აპოთეოზს. ახლა საკმარისია ამ კონდიციიდან მათი წამიერი გამორთვა, დაფიქრება, ყოყმანი და ...

მსოფლიოც ანალოგიურ მდგომარეობაშია ამჟამად და ეს მდგომარეობა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ რუსეთი ნაცისტური გერმანიასავით არ გაილახება და გასამართლდება.

ეს რუსეთმაც ძალიან კარგად იცის და ამიტომ შეეცდება იმუშაოს ამ მიმართულებით.

ჯერჯერობით აქცენტი .. „სლავიანურ ძმობაზეააღებული. სწორედ ეს არისფსიქოლოგიური დესანტისერთი ყველაზე ეფექტური სახეობა.

მეორეაარა ომს!“, ბუნდოვანი, თან ყოვლისმომცველი და თანაც უაზრო, სხვათაშორისი სლოგანი. მეორე სლოგანი მთელ მსოფლიოზეა გათვლილი, პირველი კი შედარებით ვიწრო, სამეზობლო სივრცისათვის.

ძალიან საშიშია ამ სლოგანებზე აყოლა. საშიშია უპირველეს ყოვლისა, თავად რუსეთისათვის, რადგან არ აძლევს რუსებს საშუალებას რომ დაფიქრდნენ და კათარზისი შეძლონ.

ისინიიდარდებენმოძმე სლავების სისხლის დაღვრაზე და არაშავტრაკაქართველების, ან თუნდაც ჩეჩნების. ასე შენარჩუნდება რუსული შოვინიზმის უკვდავი მუხტი, რომელზეც მერე ისევ აიგება იმპერიალისტური ფსიქოლოგია და ისევ გაჩნდება ახალი პუტინი. სწორედ ეს არის ფსბ- ამოცანაც.

უკრაინას დღეს სასიცოცხლოდ სჭირდება თავისი ფსიქოლოგიური სტატუს-კვოს შენარჩუნება. მათ უნდა ახსოვდეთ რომ მტერი უნდა მოკვდეს! ეს აქსიომა უნდა მართავდეს მათ გონებას.

ბრწყინვალედ მოიქცა პრეზიდენტი ზელენსკი, როდესაც რუსეთთან ნებისმიერი სახით თანამშრომლობა სისხლის სამართლით დასჯადად გამოაცხადა. წამითაც არ შეიძლება ახლა მსოფლიოს მოდუნება. ეს როგორც ჩანს შესანიშნავად ესმის უკრაინის ხელმძღვანელთა ახალგაზრდულ გუნდს, რომლებსაც ასაკიც ხელს უწყობს ამ ბუნებრივი აგრესიის შენარჩუნებაში.

რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, ომში ის იმარჯვებს, ვისი აგრესიული ინსტიქტებიც უფრო ძლიერი და სტაბილურია და მარცხდება ის, ვისაც აგრესიული ადრენალინის მარაგი შუა გზაში უთავდება.

----

დიდი მადლობა, პრეზიდენტო ზელენსკი!

დიდი მადლობა, უკრაინა!

ავტორი: ზურაბ გურული

ყველას ნახვა
ყველას ნახვა