ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება - მამუკა მდინარაძე
თეონა აქუბარდია - ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ არის თვალსაჩინო გამოხატულება, რომ „ქართული ოცნება“ ღალატობს ქართველი ხალხის მისწრაფებას
ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან
რატი იონათამიშვილი - ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი
გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, ყველა ის ნაშრომი, რომელიც ქართველ ხალხს, სხვადასხვა თაობას აქვს, წყალში იყრება
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპარლამენტარებს უწევთ იმ პრობლემებთან გამკლავება, რასაც „ქართული ოცნება“ ხალხისთვის წარმოშობს
განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
იაგო ხვიჩია - კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული?

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებული ბრალდება სენატში ოფიციალურად შეიტანა

01.26.2021 | 12:31 ნახვები: 293

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებული ბრალდება ოფიციალურად შეიტანა - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ბრალდების თანახმად, დონალდ ტრამპს მხარდამჭერების მიმართ წარმოთქმული სიტყვით 6 იანვრის ამბოხების, კაპიტოლიუმზე თავდასხმის , სტიმულირებაში ედება ბრალი.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმესთან დაკავშირებული მოსმენა სენატში, სავარაუდოდ, 9 თებერვლიდან დაიწყება.
ყოფილი პრეზიდენტის დამნაშავედ ცნობისთვის, სენატის წევრების ორი მესამედის მხარდაჭერაა საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ ხმა 17-მა რესპუბლიკელმა სენატორმაც უნდა მისცეს.
გამამტყუვნებელი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სენატორებს ეძლევათ საშუალება, რომ ტრამპს მომავალში მაღალი სახელმწიფოებრივი თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა აღუკვეთონ.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი 13 იანვარს გამოუცხადა, რის შედეგადაც ტრამპი პირველი პრეზიდენტი გახდა აშშ-ის ისტორიაში, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს.
აღსანიშნავია, რომ, ეს აშშ-ის ისტორიაში, პირველი შემთხვევაა, როცა სენატი ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტს განიხილავს - დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი უკვე დატოვა და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა