რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ადეიშვილი, მხილებული უმძიმეს დანაშაულში, ზის რაიმე ტიპის მოლაპარაკების მაგიდასთან, სრული ნონსენსია-ოხანაშვილი

ნახვები: 380 ადეიშვილი, მხილებული უმძიმეს დანაშაულში, ზის რაიმე ტიპის მოლაპარაკების მაგიდასთან, სრული ნონსენსია-ოხანაშვილი

ფაქტი, როდესაც ძებნილი ადამიანი, რომელიც მხილებულია უმძიმეს დანაშაულში, ზის რაიმე ტიპის მოლაპარაკების მაგიდასთან, სრული ნონსენსია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილს კითხვა დაუსვეს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორთან შეხვედრაზე უკრაინის მხარის წარმომადგენლებს შორის არის საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი.

„როგორ შეძლება, ვინმეს მოეწონოს ფაქტი, როცა ეს ადამიანი არის ძებნილი და მხილებული არაერთ დანაშაულში. მიმდინარეობს გამოძიებები და შესაძლოა, დამდგარია ასევე განაჩენიც. თუმცა ჩვენ უკრაინასთან მიმართებაში ვართ იმ პოზიციაზე, რომ ქვეყანა, რომელიც ომშია, ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი რაიმე ტიპის განცხადების გაკეთება. თუმცა ფაქტი როგორც ასეთი, რომ ძებნილი ადამიანი ზის რაიმე ტიპის მოლაპარაკების მაგიდასთან, რომელიც მხილებულია უმძიმესი დანაშაულის ჩადენაში, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვაში, რა თქმა უნდა, სრული ნონსენსია",- განაცხადა ოხანაშვილმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა