ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი - უკრაინა ე.წ. მარშალის გეგმის ანალოგიით უნდა აღდგეს

ნახვები: 395 პოლონეთის პრემიერ-მინისტრი - უკრაინა ე.წ. მარშალის გეგმის ანალოგიით უნდა აღდგეს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის განცხადებით, ევროპული საბჭოს მომდევნო სხდომაზე იგი უკრაინის აღდგენის გეგმის შემუშავების საკითხის დაყენებას ე.წ. მარშალის გეგმის ანალოგიით აპირებს. ამის შესახებ პოლონური მედია იუწყება.

„ბრიუსელში ევროპული საბჭოს მომდევნო სხდომაზე მე უკრაინის აღდგენის დიდ საერთო ევროპულ გეგმას დავაყენებ. დღეს უკრაინაში სუფევს შიში, მაგრამ ასევე მისი მებრძოლი ჯარისკაცების გამბედაობა, ხალხისა და საზოგადოების იმედი, რომ ომის შემდეგ სუვერენული სახელმწიფო აღდგება. ეს იმედი რეალური ფუნდამენტით უნდა იყოს გამყარებული და ამის რეალური საფუძველი არის უკრაინისთვის „მარშალის გეგმა 2“, – განაცხადა მორავიეცკიმ.

მისი თქმით, პირველ რიგში ამ გეგმას უნდა შეუერთდნენ უმდიდრესი ქვეყნები, რადგან სწორედ მათ „ჩაიძინეს იმ მომენტში“, როდესაც რუსული აგრესიის შეჩერება შესაძლებელი იყო.

მორავეცკის ინიციატივას მიესალმა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.

„მარშალის გეგმა 2“ – ეს არის მორალური პასუხისმგებლობა მათთვის, ვისაც არ სურს გვერდში დგომა, როდესაც რუსული რაკეტები ჩვენს ქალაქებს ხვდება. მორავეცკი მის ინიციატივაში, დაეხმაროს უკრაინას, უნაკლოა. პოლონეთი გულწრფელი მეგობარია“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა