კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - პასუხი იყო მკაფიო, თქვენ არ გახდებით ნატო-ს წევრი

ნახვები: 411 ვოლოდიმირ ზელენსკი - პასუხი იყო მკაფიო, თქვენ არ გახდებით ნატო-ს წევრი

უკრაინა ნატო-ს წევრი რომ ყოფილიყო, ომი არ დაიწყებოდა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის ნატო-ს მადლობელია, ინტერვენციის შემდგომ გაწეული დახმარებისთვის.

„ჩვენ რომ ნატო-ს წევრი ქვეყანა ვყოფილიყავით, ომი არ დაიწყებოდა. მე მინდოდა ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ხალხისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიღება. თუ ნატო-ს წევრები მზად არიან, გვიხილონ ალიანსში, მაშინ გააკეთონ ეს დაუყოვნებლივ, რადგან ადამიანები ყოველდღე კვდებიან. თუმცა, თუ თქვენ არ ხართ მზად, დაიცვათ ჩვენი ხალხის სიცოცხლე, თუ გსურთ, რომ გვიხილოთ ორ მსოფლიოს შორის მდგარი, თუ გსურთ, რომ გვნახოთ ამ ბუნდოვან მდგომარეობაში, როდესაც არ გვესმის, შეგიძლიათ ჩვენი მიღება თუ არა – თქვენ ვერ ჩაგვაყენებთ ასეთ მდგომარეობაში, თქვენ ვერ გვაიძულებთ ამ გაურკვევლობაში ყოფნას“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

მისივე თქმით, ალიანსის წარმომადგენლებს სთხოვა, მკაფიოდ გამოეხატათ პოზიცია უკრაინის გაწევრიანებასთან და ვადებთან დაკავშირებით.

„მე ვთხოვე მათ პირადად, პირდაპირ ეთქვათ, რომ ჩვენ მიგიღებთ თქვენ ნატო-ში ერთ, ორ ან ხუთ წელში, უბრალოდ ეთქვათ ეს პირდაპირ და მკაფიოდ, ან უბრალოდ ეთქვათ „არა“. პასუხი იყო ძალიან მკაფიო, თქვენ არ გახდებით ნატო-ს წევრი, თუმცა საჯაროდ კარი ღია დარჩება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა