პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ღარიბაშვილის დაგვიანებული სამძიმარი ქართველი სამხედროების უკრაინაში დაღუპვაზე

ნახვები: 431 ღარიბაშვილის დაგვიანებული სამძიმარი ქართველი სამხედროების უკრაინაში დაღუპვაზე

პრემიერმინისრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი სამხედროების უკრაინაში დაღუპვაზე სამძიმარი 4 დღის შემდეგ გამოხატა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან, ასევე გაიხსენა, რომ სამხედროების ნაწილი იბრძოდა აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომში.

"მინდა ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს. სამი ყოფილი სამხედრო გარდაიცვალა. ისინი იბრძოდნენ ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში, აგვისტოს ომში და სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რათა მოხდეს მათი გადმოსვენება საქართველოში. მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ ვუცხადებ სამძიმარს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დაგვიანებული სამძიმრის შესახებ ჟურნალისტის კითხვაზე პრემიერმა თქვა: "დღეს გამოვჩნდი საზოგადოებასთან და როცა მომეცა საშუალება, მაშინ გამოვხატე ჩემი პოზიცია".

ასევე, ღარიბაშვილს ჰკითხეს, მიანიჭებენ თუ არა გმირის წოდებას უკრაინაში დაღუპულ სამხედროებს, რაზეც მან უთხრა, რომ "მასეთ საკითხებს შესაბამისი სამსახურები განიხილავენ".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა