გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

ბელარუსები უკრაინისკენ მიმავალ რუსულ მატარებლებს აჩერებენ და საბრძოლო ტექნიკას აზიანებენ

ნახვები: 401 ბელარუსები უკრაინისკენ მიმავალ რუსულ მატარებლებს აჩერებენ და საბრძოლო ტექნიკას აზიანებენ

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას უფროსი მრჩევლის, ფრანაკ ვიაჩორკას განცხადებით, ბელარუსში მოქალაქეები უკრაინისკენ მიმავალ რუსულ მატარებლებს აჩერებენ და საბრძოლო ტექნიკას აზიანებენ.

"ბელარუსი პარტიზანების მიწაა. ჩვენი გმირები აჩერებენ რუსულ მატარებლებს, აზიანებენ აღჭურვილობას და ბელარუს ჯარისკაცებს უკრაინაში ომის შესახებ ბროშურებს ურიგებენ, რათა ისინი უკრაინაში საბრძოლველად არ წავიდნენ. უკრაინა გაიმარჯვებს, ბელარუსიც გათავისუფლდება", - წერს ვიაჩორკა Twitter-ზე.

მანამდე, 20 მარტს უკრაინის რკინიგზის სამსახურის, Ukrzaliznytsia-ს ხელმძღვანელმა ოლექსანდრ კამიშინმა Nastoyaschee Vremya-ს ეთერში განაცხადა, რომ ბელარუსის რკინიგზის თანამშრომლების დამსახურებით უკრაინასა და ბელარუსს შორის სარკინიგზო კავშირი გაწყვეტილია.

კამიშინის თქმით, ამით ბელარუსის რკინიგზის თანამშრომლები რუსულ ჯარებს უკრაინაში სამხედრო აღჭურვილობის რკინიგზით შეტანაში ხელს უშლიან.

კამიშინი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ ბელარუსის რკინიგზაში "კვლავ არიან პატიოსანი ადამიანები", რისთვისაც მათ მადლობას უხდის.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა