სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

ულტიმატუმის შესრულება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ ჩვენ არ ვიარსებებთ-ზელენსკი

ნახვები: 440 ულტიმატუმის შესრულება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ ჩვენ არ ვიარსებებთ-ზელენსკი

ყველა ხედავს, რომ ქვეყანას თავად ხალხი იცავს. ეს არა ერთადერთი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი საგანძურია, რომელიც გვაქვს. ეს არის ჩვენი რკინის გუმბათი და ჩვენი ნამდვილი „თავდაცვითი ალიანსი", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის მაწუყებელთა კავშირთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინაში მთავრობა და ხალხი ერთიანია.

„ჩვენ წაგვიყენეს ულტიმატუმი, წაგვიყენეს რამდენიმე პუნქტი. თქვენ შეასრულებთ ამას და შემდეგ ჩვენ დავასრულებთ ომს. ეს არასწორია. ამას არასაით მივყავართ. ეს საკითხი მხოლოდ მე არ მეხება, ის ეხება იმ ფაქტს, რომ მთავრობა და ხალხი ერთიანია. ამის ულტიმატუმით გაკეთება შეუძლებელია. ამას ფიზიკურად ვერ ვიზამთ. ჩვენ დავკარგეთ ხალხი. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? ჩვენ ყველა უნდა გავნადგურდეთ, მაშინ იქნება მათი ულტიმატუმი ავტომატურად შესრულებული. მაგალითად, მოგვეცით ხარკოვი, მარიუპოლი, კიევი. ვერც ხარკოვის, ვერც მარიუპოლისა და ვერც კიევის მცხოვრებლები და ვერც პრეზიდენტი ამას ვერ იზამს. ჩვენ ვხედავთ ოკუპირებულ ქალაქებში, მელიტოპოლში, ბერდიანსკში, როდესაც ისინი შედიან, ხალხი არ ნებდება. ისინი თავიანთ დროშებს აღმართავენ და ხალხი მათ ხსნის. მათ ადამიანი მოკლეს, თუმცა ხალხი მაინც ღამით მივიდა და დროშა ჩამოხსნა. რა გსურთ, ყველას განადგურება? სწორედ ამიტომ ვამბობ, ულტიმატუმის შესრულება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ ჩვენ არ ვიარსებებთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა