კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინის გენშტაბი - ოკუპანტებს უკრაინაში საბრძოლო მასალებისა და სურსათის სამი დღის მარაგი დარჩათ

ნახვები: 456 უკრაინის გენშტაბი - ოკუპანტებს უკრაინაში საბრძოლო მასალებისა და სურსათის სამი დღის მარაგი დარჩათ

რუსეთის ძალები უკრაინაში სამი დღის საბრძოლო მასალებისა და სურსათის მარაგებს ფლობენ; ანალოგიური მდგომარეობაა საწვავთან დაკავშირებით, რომლის შევსებასაც საოკუპაციო ძალები საავტომობილო ავზებით გადაზიდვით ახორციელებენ – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

გენშტაბის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ძალებმა მოწინააღმდეგის ერთი თვითმფრინავი, ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი და ორი ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ჩამოგდებული რაკეტების რაოდენობა ზუსტდება. განადგურებულია 14 ტანკი, ასევე სხვა ჯავშანტექნიკა, სამი საარტილერიო სისტემა. მარიუპოლის დამცველებმა ასევე გაანადგურეს რუსეთის საპატრულო კატარღა.

ამასთან, უკრაინის გენშტაბი აღნიშნავს, რომ ბოლო დღე-ღამეში მტრის ავიაცია უფრო აქტიურად მოქმედებდა. უკრაინული მხარის ცნობით, ბოლო დღე-ღამეში მტრის ძალების პირადი შემადგენლობის დანაკარგმა დაახლოებით 300 ადამიანი შეადგინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა