კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნუ დაიწყებთ ნეიტრალიტეტის ზონდირებას საქართველოში-გიორგი ხელაშვილი

ნახვები: 474 ნუ დაიწყებთ ნეიტრალიტეტის ზონდირებას საქართველოში-გიორგი ხელაშვილი

მოგიწოდებთ პასუხისმგებლიან პოლიტიკოსებს, ნუ აჰყვებით „ნაციონალურ მოძრაობას" და ნუ დაიწყებთ ნეიტრალიტეტის ზონდირებას საქართველოში, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო აპირებს ნატო-ში გაწევრიანებას და ნეიტრალიტეტზე საუბარი უბრალოდ ვერ იქნება.

ამასთან, როგორც გიორგი ხელაშვილმა აღნიშნა, საქართველო არის და დარჩება პროდასავლურ ქვეყნად.

„რამდენიმე დღის წინ ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის გამოსვლაში ახსენა სიტყვა ნეიტრალიტეტი. ვფიქრობ, ეს ძალიან საშიშია რამ არის. აშკარად ქვეყნის გარედან არის შემოგდებული, რათა საქართველოში დაიწყოს ამ ძალიან საშიში თემის განხილვა. მოგიწოდებთ პასუხისმგებლიან პოლიტიკოსებს, ნუ აჰყვებით „ნაციონალურ მოძრაობას" და ნუ დაიწყებთ ნეიტრალიტეტის ზონდირებას საქართველოში. საქართველოს კონსტიტუციით საქართველო არის ქვეყანა, რომელიც აპირებს ნატო-ში გაწევრიანებას. ამიტომ ნეიტრალიტეტზე საუბარი უბრალოდ ვერ იქნება. სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ხდება ნეიტრალიტეტის თემის ზონდირება სავარაუდოდ რუსეთიდან პირდაპირ მითითებით. მოგიწოდებთ, ამ თემას ნუ აჰყვებით. ეს თემა ქვეყნისთვის ძალიან საშიშია. საქართველო არის, იყო და დარჩება პროდასავლურ ქვეყნად, იურიდიულად ეს არის ფიქსირებული ჩვენს კანონმდებლობაში, ჩვენს კონსტიტუციაში", - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა