თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

რა ვქნათ, ყალბად განათლებული იდიოტების სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით - გოჩა მირცხულავა ნეიტრალიტეტზე

ნახვები: 744 რა ვქნათ, ყალბად განათლებული იდიოტების სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით - გოჩა მირცხულავა ნეიტრალიტეტზე

საქართველოში სოციოლოგია არ მუშაობს. ზუსტად ისე, ხელისუფლებებს წლიდან წლამდე მხარს, რომ უჭერს გამოკითხულთა უმეტესობა და იგივე უმეტესობა ჩივის უმუშევრობაზე და მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე",-ამის შესახებ „ფეისბუქზე"ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა წერს.

„ნეიტრალიტეტზე და საზოგადოებრივ განწყობაზე
---

მერამდენედ გავიმეორებ ადრე არაერთგზის თქმულს - საქართველოში სოციოლოგია არ მუშაობს და რაოდენ საწყენიც არ უნდა იყოს ეს ქართული საზოგადოებისთვის მას არათანმიმდევრული ლოგიკა აქვს, განათლებაზე აპელირებას არ ვაპირებ ახლა.
ცალკე საკითხია კვლევითი ორგანიზაციები, რომელთა საზრუნავს არ წარმოადგენს იმის გარკვევა - რესპონდენტებს გააჩნიათ ლოგიკური აზროვნების უნარი თუ არა.
ამ შესავლის შემდეგ ძალიან მარტივად ვიტყვი. წლების განმავლობაში ვწერ იმის შესახებ, რომ არ შეიძლება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეიტინგის გაზომვა, რომელიც ლამის ბოლო 20 წელია ყველაზე გავლენიან ინსტიტუციად სახელდება სახელმწიფოში. და იცით რატომ? იმიტომ, რომ თუ პასუხის განმარტებას მოსთხოვ რესპონდენტს მიხვალ იქამდე, რომ ის რეალურად ინსტიტუციაზე კი არა, საკუთარ რწმენაზე გესაუბრება და ღვთის შიშზე.
იგივე ხდება ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით. გამოკითხულები ფიქრობენ, რომ თუ ნეიტრალიტეტს აღიარებს სახელმწიფო, საქართველო ეგრევე შვეიცარია გახდება და დამთავრდა ომი, შიშები და.... დას შემდეგ ისევ ინტერპრეტირებული გაგრძელებაა, ვისთვის როგორი ეს დამოკიდებულია მათ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე და საკითხის „ცოდნაზე“. მათ გამოკითხვის დროს არავინ უკონკრეტებს, თავად ცხადია არ იციან, რას გულისხმობს ნეიტრალიტეტი, რომელსაც ემხრობიან. უმეტესობამ არც ის იცის, თუნდაც როგორ გახდა შვეიცარია ნეიტრალური და ვისი ნება იყო ეს. ან ვინმემ იცის რას გულისხმობს პუტინი შინაარსობრივად მისეულ ნეიტრალიტეტში, რომელსაც ჩვენგან და უკრაინისგან ითხოვს?
ბოლო ორი დღის განმავლობაში 55 ადამიანს ვესაუბრე მიზანმიმართულად ამ თემაზე კონკრეტული განმარტებებით და რეალობა აღმოჩნდა ასეთი - ამ გამოკითხული ადამიანებიდან მხოლოდ 11 აღმოჩნდა გააზრებული ნეიტრალიტეტის მომხრე ანუ - 20%, 5-მა ანუ 10% მოითხოვა აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, შავი ზღვის ქვეყნების უზრუნველყოფილი გარანტიებით. დანარჩენმა კი უარი განაცხადეს ნეიტრალიტეტზე - 70%. მათგან 30-მა მოითხოვა პირდაპირი სამხედრო სტრატეგიული თანამშრომლობა აშშ-სთან და თურქეთთან .

ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საქართველოში სოციოლოგია არ მუშაობს. ზუსტად ისე, ხელისუფლებებს წლიდან წლამდე მხარს, რომ უჭერს გამოკითხულთა უმეტესობა და იგივე უმეტესობა ჩივის უმუშევრობაზე და მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე. რა ვქნათ, ყალბად განათლებული იდიოტების სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით, სადაც ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ქვეყანა, რომ მაინც ქაქში ცხოვრობს.", - წერს მირცხულავა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა