ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„კოვიდ-19“-ის სამკურნალო მედიკამენტი „პაქსლოვიდი“ პაციენტისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი-გაბუნია

ნახვები: 397 „კოვიდ-19“-ის სამკურნალო მედიკამენტი „პაქსლოვიდი“ პაციენტისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი-გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განაცხადებით, კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი „პაქსლოვიდი" აფთიაქში არ გაიყიდება, არამედ პაციენტი მას უფასოდ მიიღებს.

მისივე თქმით, საჭიროებს თუ არა კოვიდინფიცირებული დასახელებული პრეპარატით მკურნალობას, ამას ონლაინკლინიკის ოჯახის ექიმი გადაწყვეტს.

ამასთან, როგორც თამარ გაბუნია ამბობს, პრეპარატი მინიმუმამდე შეამცირებს ჰოსპიტალიზაციასა და კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებს.

„ქვეყანაში ხელმისაწვდომია „პაქსლოვიდი", მედიკამენტი, რომელიც უშუალოდ მიმართულია კორონავირუსის წინააღმდეგ. შესაბამის შემთხვევაში მისი გამოყენება მოგვცემს საშუალებას, მინიმუმამდე შემცირდეს ჰოსპიტალიზაცია, ასევე ლეტალობის მაჩვენებელი, რაც უკავშირდება კორონავირუსს. კოვიდის სამკურნალო პრეპარატი „პაქსლოვიდი" პაციენტისთვის ხელმისაწვდომი გახდება უფასოდ. ის აფთიაქში არ გაიყიდება. მის დისტრიბუციას უზრუნველყოფს სამინისტრო შესაბამისი ქვედანაყოფის საშუალებით. ონლაინკლინიკის ოჯახის ექიმი, რომელიც ჩათვლის საჭიროდ, რომ პაციენტმა უნდა მიიღოს მედიკამენტი, ინფორმაციას გადასცემს იმ სტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტთან წამლის მიტანას. შემდეგ უკვე ოჯახის ექიმი გააგრძელებს მეთვალყურეობას", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველომ „კოვიდ-19"-ის სამკურნალო მედიკამენტ „პაქსლოვიდის" პირველი პარტია 22 მარტს მიიღო.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა