Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

სპეციალისტთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ახალი, იგივე ჰიბრიდული შტამი თუ გაჩნდა, არ უნდა იყოს ისეთი მძიმე, როგორც „დელტა“,-გამყრელიძე

ნახვები: 422 სპეციალისტთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ახალი, იგივე ჰიბრიდული შტამი თუ გაჩნდა, არ უნდა იყოს ისეთი მძიმე, როგორც „დელტა“,-გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება დასტაბილურდა და მნიშვნელოვნადაა შემცირებული ყველაზე მძიმე ინდიკატორი - სიკვდილიანობა.

გამყრელიძის თქმით, ახლა მთავარი მოწოდება კვლავ ვაქცინაცია და ბუსტერ დოზების გაკეთებაა.

„დღეს დილის მონაცემებით გვაქვს 600 შემთხვევა. ჰოსპიტალიზაცია რადიკალურად არის შემცირებული. მოგეხსენებათ, მთელ რიგ ქვეყნებში ისევ „აწია კუდი" პანდემიამ, ევროპის ბევრ ქვეყანაში, აშშ-ში ელოდებიან, რომ იქნება ზე სვლა, მაგრამ სადაც აცრის მაჩვენებელი მაღალია, იქ არ იმატებს სიკვდილიანობა და არ იმატებს ჰოსპიტალიზაცია. ამიტომ მთავარი მოწოდება რჩება აცრები და ბუსტერი", - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ბევრი მოწოდების მიუხედავად, სამწუხაროდ, ვაქცინის გარკვეული დოზები აუთვისებელი რჩება.

„ძალიან შეწუხებული ვარ იმით, რომ მიუხედავად ბევრი მოწოდებისა, ბევრი თხოვნისა, მუდარისა, მობრძანდით, აიცერით, დიახ, ფინანსურად არ გვიზარალია, მაგრამ 400 000-მდე დოზა იქნება დარჩენილი, ბუსტერზე უფრო მეტი რომ აცრილიყო, მაშინ ნაკლები გარდაცვლილი გვეყოლებოდა. 5 მილიონი ვაქცინის მობილიზება გააკეთა შარშან ქვეყანამ და მთავრობამ. მიუხედავად ბევრი მუდარისა და სოფელ-სოფელ სიარულისა, მაინც ვერ მოხერხდება. ვაქცინაცია გვრჩება მთავარ იარაღად", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება „კოვიდ-19"-ის სამკურნალო პრეპარატს, გამყრელიძის განმარტებით, გუშინ ქვეყანამ „პაქსლოვიდის" პირველი 10 000 დოზა მიიღო.

„გუშინ ქვეყანაში შემოვიდა „პაქსლოვიდის", ამ ეტაპზე ყველაზე საუკეთესო ანტივირუსული წამლის პირველი 10 000 დოზა, რომლის გამოყენება მალე დაიწყება საქართველოში", - დასძინა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე შესაძლო ახალ შტამთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სპეციალისტთა უმრავლესობის აზრით, ჰიბრიდული შტამი თუ გაჩნდა, ის არ უნდა იყოს ისეთივე მძიმე მიმდინარეობის, როგორიც იყო „დელტა" ვარიანტი.

„სპეციალისტები მაინც ფიქრობენ, რომ გარკვეული ტალღები იქნება, ძირითადად „ომიკრონის" ჰიბრიდის, მაგრამ უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ თუ ახალი, იგივე ჰიბრიდული შტამი გაჩნდა, არ უნდა იყოს ისეთი მძიმე, როგორიც იყო „დელტა", ანუ თანდათან ვირუსის აგრესიულობა უნდა შემცირდეს. ხაზს ვუსვამ, რომ პროგნოზის გაკეთება ჯერ რთულია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა