კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

აშშ და ევროკავშირი უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ნახვები: 395 აშშ და ევროკავშირი უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

აშშ და ევროკავშირი უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადების თანახმად, აშშ-ისა და ევროკავშირის ლიდერებმა ევროპული საბჭოს სამიტზე უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი და არაპროვოცირებული შეჭრა განიხილეს.

ლიდერებმა განიხილეს მათი მცდელობები რუსეთსა და ბელორუსზე ეკონომიკური საფასურის დაწესების მიზნით, ასევე მზადყოფნა, მიიღონ დამატებითი ზომები და შეაჩერონ სანქციების გვერდის ავლის მცდელობა. ლიდერებმა განიხილეს რუსეთის აგრესიით გამოწვეული გადაუდებელი საჭიროებები და გამოთქვეს მზადყოფნა გააგრძელონ ჰუმანიტარული დახმარება, მათ შორის უკრაინის მეზობელი ქვეყნებისთვის, რომლებიც ლტოლვილებს მასპინძლობენ.

ლიდერები მიესალმნენ საერთაშორისო გამოძიების დაწყებას, მათ შორის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ და სასტიკი ქმედებების შესახებ მტკიცებულებების შეგროვების მცდელობებს.

„გარდა ამისა, ლიდერებმა განიხილეს აშშ-ევროკავშირის თანამშრომლობა რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირების და სუფთა ენერგიაზე გადასვლის დაჩქარების კუთხით, ასევე მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების საჭიროებებზე რეაგირება. ლიდერები ასევე შეთანხმდნენ უკრაინაში, მოლდოვასა და ფართო აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერების მნიშვნელობაზე. და ბოლოს, ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაძლიერების მნიშვნელობას, მათ შორის ნატო-ევროკავშირის მტკიცე თანამშრომლობის გზით, როგორც ეს აღწერილია ევროკავშირის „სტრატეგიულ კომპასში”, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა