სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - მოსამართლეები პოლიტიკური ზეწოლის მიმართ დაუცველები იყვნენ, როდესაც წყვეტდნენ საქმეებს, რომლებიც პოლიტიკურად მგრძნობიარე თემებს ან პირებს ეხებოდა
War update: 86 combat clashes in past day, 18 Ukrainian airstrikes targeting enemy forces
U.S. in contact with Ukraine on content of upcoming aid package - Pentagon
Next package of U.S. aid to be larger than usual - media
Air defense forces destroy all air targets attacking Kyiv overnight Tue
Russia attacks Kharkiv television infrastructure facility with Kh-59 missile
Ukraine’s top security official points to hypercentralization as Russia’s weakness
Ukraine's special operations forces destroy Russia's Giatsint-S gun on southern axis

ერი, რომელიც ღარიბაშვილს ითმენს

02.23.2021 | 12:12 ნახვები: 1724

საერთოდ არაა საინტერესო რას აკეთებს „ქართული ოცნება". ის აკეთებს იმ ერთადერთს, რაც ამ ცხოვრებაში შეუძლია, რისთვისაც შეიქმნა, და რაც არის მისი არსი - ნაციონალებს ებრძვის.
ესაა მისი დანიშნულება, და მთავარი ფასეულობა. სხვა დანარჩენი - ეკონომიკა, სოციალური მდგომარეობა, საგარეო პოლიტიკა - ეს ყველაფერი მეორადია. „ქართული ოცნება" არც პრორუსულია და არც პროდასავლურია. მისთვის ფასეულობას არც მოსკოვი, არც ვაშინგტონი, და არც ბრიუსელი არ წარმოადგენს.
მისთვის მთავარი ფასეულობაა ოპოზიციის ყოვლისმომცველი ზიზღი - ვინც ამ აკვიატებაში ხელს არ შეუშლის - სწორედ ის იქნება მოკავშირე. ძალიან მარტივადაა საქმე - მიშას მიმართ ზიზღს და ქვეყნის მომავალს შორის, ოცნება ზიზღს ირჩევს.
არც ისაა საინტერესო, რას ამბობენ ოცნების მხარდამჭერები - ამ შემთხვევაში არ იგულისხმება ქოცთა ის ნაწილი, რომელიც ხელისუფლებას ხელფასის შენარჩუნების მიზნით უჭერს მხარს. ჯერ კიდეც არსებობს ოცნების იდეურ მხარდამჭერთა გარკვეული რაოდენობა, და რეჟიმის ნამდვილ საყრდენს სწორედ ისინი წარმოადგენენ.
გასაგებია, ეს კატეგორია რასაც ამბობს. ჯერ კიდევ 2011 წელს სასაცილოდ ჟღერდა მათი პათოსური შეძახილები „ღირსების აღდგენის" თაობაზე.
როგორც ვირმა არ იცის, ხურმა რა ხილია, ასევე ქოცმა არ იცის, ღირსება რა არის. მათთვის „ღირსების აღდგენაა" - როდესაც სხვას თავად ჩარგავენ. 7 ნოემბერზე 13-წლიანი გოდება - და 20 ივნისზე სრული დუმილი. გასაგებია რატომაც - 7 ნოემბერს სხვები ურტყამდნენ, 20 ივნისს კი - თავისიანები. სანდრო გირგვლიანზე თითქმის ყოველდღიური მოთქმა და ამავე დროს დათო სარალიძის საქმისადმი სრული გულგრილობა.
არც ისაა საინტერესო რას ამბობს საერთაშორისო საზოგადოება. ზოგადად, „ქართული ოცნების" რეჟიმის გაძლიერება და გათავხედება - სწორედ რომ დასავლეთის მხრიდან პირდაპირი წახალისების შედეგია.
ბიძინა ივანიშვილის რეჟიმსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში რაღაც მისტიკურიც არის - გაუგებარია რატომ და რა მოტივაციიდან გამომდინარე, დასავლეთი მას თითქმის ყველაფერს პატიობს.
სხვა ხელისუფალს უკვე დიდი ხნის წინ ფეხებით ჩამოკიდებდნენ, ივანიშვილის კი - ყველაფერი გასდის ყოველგვარი გართულებების გარეშე.
და ეს მაშინ, როდესაც „ქართული ოცნებისთვის" საკუთარი ადგილის მიჩენა - მარტივზე მარტივია. არც ბიძინაა ყოვლისშემძლე პუტინი და არც უბადრუკი, არაფრის მაქნისი საქართველო შეედრება მრისხანე ბირთვულ იმპერიას.
თუმცა, არავინ არაფერს არ აკეთებს.. როგორც იტყვიან, ბიძინასთვის უსვრია ავრორას - მას წარმოუდგენლად უმართლებს.
სავარაუდოდ, დიდი ცვლილებები არც ამჟამად გველის - საერთაშორისო ორგანიზაციები „შეშფოთებას" გამოხატავენ, „ორივე მხარეს თავშეკავებულობას" ურჩევს, შემდეგ რამდენიმე ამერიკელი კონგრესმენი და ევროდეპუტატი რიხიან წერილს დაწერს და ამით ყველაფერი მორჩება.
დღეს საქართველოსთვის გადარჩენის ერთად-ერთი შანსია არა შეშფოთება-აღშფოთება, არა ორივე მხარეზე ერთნაირი პასუხისმგებლობის დაკისრება, არამედ უმკაცრესი საერთოშორისო სანქციები.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პერსონალური. ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარ ფასეულობას მისი კაპიტალი წარმოადგენს, რომლის უდიდესი ნაწილი, სხვათა შორის, არა რუსეთში, არამედ სწორედ დასავლეთშია დაბანდებული.
თუმცა, არც ესაა საკმარისი - სანქციები უნდა გამოუცხადდეს ქვეყანას, უნდა შეეხოს მის საჯარო სტრუქტურებს.. სწორედ ადმინისტრაციულმა აპარატმა, რომელიც ქვეყანას ღუპავს თავისი უბადრუკი ხელფასების გამო, დისკომფორტი უნდა იგრძნოს და ქვეყნის დამაქცეველ ხელისუფლებას განუდგეს.
მაგრამ თუ ვინმეს გჯერათ, რომ ეს მოხვდება - შემიძლია გაგატაროთ... ბიძინა ივანიშვილის სრულიად გაუგებარი ხელშეუხებლობა დასავლეთის მხრიდან - არსად გაქრება..
მთელს ამ ორომტრიალში მთავარი საკითხია - რას აკეთებს ამ დროს ქართველი ხალხი? თუნდაც ის 52% რომელიც ოპოზიციას მხარს უჭერს?
სამწუხაროდ - არაფერს.
ჩვენ გვაქს საქმე ერთან, რომელიც სოციოპატების კოოპერატივს უსიტყვოდ ითმენს. მშვიდად უყურებს ხელისუფლებას, რომელსაც მისი პრობლემების საერთოდ არ აწუხებს,და საკუთარი ახირების გამო მზადაა ქვეყანა სრულ ჩიხში შეიყვანოს.
ერი, რომელიც ითმენს აშკარად ფსიქიურად გაუწონასწორებელ ირაკლი ღარიბაშვილს,და მას პროტესტის გამოხატვის სურვილი არ უჩნდება.
ეს არაა შიშის პრობლემა, არც სიზარმაცის და თქვენ წამოიდგინეთ, არც ნაცმოძრაობის კატეგორიული მიუღებლობის, რომელიც რეალურად მოსახლეობისთვის მხოლოდ 10-15%-სთვიაა აქტუალური.
საქმე გაცილებით უფრო მძიმედაა - ქართველმა ხალხმა ბრძოლისუნარიანობა, და გადარჩენის ინსტინქტი დაკარგა.
ქვეყანაში სრული აპატია მეფობს, ადამიანების უმრავლესობა მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე და უცხოეთში წასვლაზე ფიქრობს. ისინიც კი, ვინც თავად არსად წასვლას არ გეგმავს, შვილების უცხოეთში ევაკუირებას ცდილობენ.
ერი, რომელმაც მომავლის იმედი დაკარგა - მომავალს ვერ ეღირსება. პასიური, ჩამკვდარი საზოგადოება ნიშნავს იმას, რომ აქ უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება, ქვეყანა სულ უფრო და უფრო დასუსტდება, გაფარჩაკდება და ბოლოს - ამ ტერიტორიას ვიღაცა სხვა, უფრო ძლიერი, ჭკვიანი, და ორგანიზებული დაეუფლება.
ისტორიული თვალსაზრისით, ეს სამართლიანი ფინალი იქნება - ერი, რომელმაც გადარჩენის ინსტინქტი დაკარგა, მეტის ღირსი არაა.

ავტორი: თეგიზ აბლოთია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა