კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინის გენშტაბი - რუსმა ოკუპანტებმა განაგრძეს ჯარების გადაჯგუფება

ნახვები: 391 უკრაინის გენშტაბი - რუსმა ოკუპანტებმა განაგრძეს ჯარების გადაჯგუფება

მიმდინარე დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა განაგრძეს ჯარების გადაჯგუფება, რათა შექმნან დამრტყმელი ჯგუფები შეტევითი ოპერაციების განახლებისთვის. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიულ ინფორმაციაშია მითითებული.

„გარკვეულ რაიონებში, მტერი ცდილობს, განახორციელოს თავდასხმითი ოპერაციები, უარს არ ამბობს ცეცხლის გახსნის მცდელობებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ცალკეული ქვედანაყოფების მიმართ. მას წარმატება არ აქვს. მტერი იღებს ზომებს საბრძოლო შესაძლებლობების აღსადგენად, საბრძოლო მასალის, საწვავ-საპოხი მასალების შესავსებად, რათა მზადყოფნაში იყოს შეტევითი ოპერაციებისთვის. თავდაცვის ძალების დაჯგუფება აგრძელებს თავდაცვითი ოპერაციების ჩატარებას გარკვეულ უბნებზე, ასევე ატარებს სტაბილიზაციის ოპერაციას და ასრულებს ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებს“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

ამავე ინფორმაციით, ამავდროულად, თავდაცვის ის ძალები, რომლებიც ქალაქ კიევის დასაცავ ღონისძიებებში მონაწილეობენ, აგრძელებენ ოკუპანტების თავდასხმის მოგერიებას, საცეცხლე ზიანის მიყენებას და ინარჩუნებენ განსაზღვრულ ხაზებს. რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი ქმედებების, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ომის დროს ჰუმანური მოპყრობის ნორმების სისტემატური დარღვევის ფაქტების აღრიცხვა გრძელდება.

გარდა ამისა, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ქვეყნის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოკუპანტები აგრძელებენ ადგილობრივი მოსახლეობის ტერორს და ახორციელებენ მათ იძულებით გადაყვანას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ადგილობრივი მოსახლეობის დაშინების მიზნით, რუსი ოკუპანტები ახორციელებენ დასახლებების ქაოტურ დაბომბვას, ართმევენ მათ ავტომობილებსა და პირად ნივთებს. დროებით ოკუპირებულ ლუგანსკში, ადგილობრივ ჰოსპიტალში, ოკუპანტებმა განათავსეს სამხედრო ჰოსპიტალი, რომელიც მთლიანად შევსებულია რუსეთის ფედერაციის დაჭრილი სამხედროებით. საავადმყოფოს ნაწილი გვამების შესანახად არის განკუთვნილი, რადგან ადგილობრივი მორგები გადატვირთულია. რუსი ოკუპანტები დანაკარგებს იღებენ პირადი შემადგენლობის ხელმძღვანელებს შორისაც. 25 მარტს, უკრაინელებმა სამხრეთ სამხედრო ოლქის 49-ე არმიის მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ იაკოვ რიაზანცევის ლიკვიდირება მოახდინეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა