კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალექსეი არესტოვიჩმა რუს დედებს მიმართა, არ გაუშვან შვილები პუტინის დაწყებულ ომში

ნახვები: 401 ალექსეი არესტოვიჩმა რუს დედებს მიმართა, არ გაუშვან შვილები პუტინის დაწყებულ ომში

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა გამართულ ბრიფინგზე რუს დედებს მიმართა და მოუწოდა, არ გაუშვან შვილები პუტინის დაწყებულ ომში.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია ბრძოლის წინა ხაზზე წვევამდელების გაგზავნას გეგმავს.

„რუსეთში პირველი აპრილიდან გაწვევის ახალი კამპანია იწყება. როგორც უკრაინის დაზვერვისთვისაა ცნობილი, რუსეთის შეიარაღების ძალებში მნიშვნელოვნად შემცირდა კონტრაქტორების რაოდენობა. იგეგმება წვევამდელების გაგზავნა ფრონტის ხაზზე. მივმართავ რუს დედებს, გაუფრთხილდით თქვენ შვილებს, ნუ გამოუშვებთ მათ უკრაინაში დასახოცად. ეს ომი რუს ხალხს არაფრად სჭირდება, არაფერში არგებს. ეს ომი პუტინმა დაიწყო და მის რეჟიმს სჭირდება მხოლოდ. თქვენ კი სჯობს მის რეჟიმს რუსეთში დაუპირისპირდეთ", - განაცხადა არესტოვიჩმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა