კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველის გადმოსვენების ვადებზე საუბარი რთულია-უკრაინაში საქართველოს ელჩი

ნახვები: 400 უკრაინაში გარდაცვლილი ქართველის გადმოსვენების ვადებზე საუბარი რთულია-უკრაინაში საქართველოს ელჩი

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველის გადმოსვენების ვადებზე საუბარი რთულია, შესაბამისი პროცედურები დაწყებულია, - ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა განუცხადა.

„სამწუხაროდ, დასტურდება ფაქტი, რომ დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი კიევთან, ქალაქ ირპენში. ჩვენ შეგვატყობინეს მისმა თანამებრძოლებმა, რომლებმაც გადმოასვენეს მისი ცხედარი კიევის პროზექტურაში. ცხადია, დავიწყეთ შესაბამისი პროცედურები და დიდი იმედი გვაქვს, ორშაბათს დილიდან ცხედარი გადმოსვენებული იქნება ჯერ ლვოვში, შემდეგ ვარშავასა და თბილისში.

მარშრუტი სავარაუდოდ იგივე იქნება, თუმცა დროის შემთხვევაში, ყოველთვის ძალიან რთული სათქმელია, რა დრო დასჭირდება მანქანის მოძრაობას, ვინაიდან კიევიდან ლვოვამდე მარშრუტი გართულებულია. კიევიდან ლვოვამდე რომ ჩამოასვენებენ, შემდეგ შეიძლება, ვთქვათ, რა დრო დასჭირდება საქართველოში ჩამოყვანას. პროცედურები დაწყებულია, უბრალოდ ამ პროცედურების შესაბამისად იმედი გვაქვს, ორშაბათს უკვე მანქანა დაიძვრება კიევიდან", - განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ აქვს ინფორმაცია მარიუპოლიდან ბახვა ჩიქობავას ცხედრის გადმოსვენების თაობაზე, ზაქარაშვილმა განაცხადა:

„ჩვენ თუ ვინმე დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ეს განხორციელდა, ცხადია ჩავერთვებით, როგორც კი ცხედარი იქნება უკრაინის ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჩვენ ოფიციალურ ინფორმაციასაც ვერ გამოვითხოვთ, ვინაიდან ის არ არის საქართველოს მოქალაქე. შესაბამისად, თუ მისი ოჯახის წევრები ან თანამებრძოლები, ვინც ცდილობენ ცხედრის გამოტანას, თუ ეს მოხერხდა, ჩვენ ცხადია, გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია", - განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა