სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts

არავითარი გამართლება და მიზეზი არ შეიძლება ჰქონდეს საქართველოსთვის ახლა ომის დაწყების მოწოდებას-სარჯველაძე

ნახვები: 410 არავითარი გამართლება და მიზეზი არ შეიძლება ჰქონდეს საქართველოსთვის ახლა ომის დაწყების მოწოდებას-სარჯველაძე

 

სასიამოვნო შთაბეჭდილება ამ განცხადებამ არ დატოვა რამდენიმე მიზეზის გამო. ისე ჩანს, რომ ეს არის ერთგვარად ანტიდასავლური განცხადებაა იმ თვალსაზრისით, რომ არ მგონია, მშვიდობის აღსადგენად რამენაირად სასარგებლო აღმოჩნდეს ასეთი ტიპის განცხადებები, მოწოდებები და მით უმეტეს განვითარება მოვლენების იმ ხაზის მიხედვით, რასაც უშიშროების საბჭოს მაღალჩინოსანი აკეთებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წვრმა, მიხეილ სარჯველაძემ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში ერთგვარად გაშიშვლდა რეალური მოტივაცია გარკვეული უკმაყოფილებისა, რომელიც უკავშირდებოდა მათ შორის საქართველოსაც.

სარჯველაძის თქმით, არავითარი გამართლება და მიზეზი არ შეიძლება ჰქონდეს საქართველოსთვის ახლა ომის დაწყების მოწოდებას.

„ამ შემთხვევაში რეალური მიზეზი უკმაყოფილებისა არა სანქციები და განცხადებები იყო, არამედ როგორც ჩანს, მოტივაცია სწორედ ამას უკავშირდებოდა, რომ იქნებ რამენაირად საქართველო ჩაერთოს სამხედრო ავანტიურაში და ამ გზით თითქოს რაიმე დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას. ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ არავითარ დახმარებას ეს არ გამოიწვევს უკრაინისთვის, ეს არასწორია. მეორე, რაც მნიშვნელოვანია, არავითარი გამართლება და მიზეზი არ შეიძლება ჰქონდეს საქართველოსთვის ახლა ომის დაწყების მოწოდებას. ეს ნამდვილად არ არის საქართველოს ინტერესში. რასაც ვამბობდით მთელი ამ დროის განმავლობაში მათ შორის რეალურ მოტივაციასთან დაკავშირებით ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნისა ან მაგალითად საქართველოში მოქმედი ისეთი პარტიებისა, რომელსაც ჩვენ ვუწოდეთ ომის პარტია, დღეს როგორც ირკვევა აბსოლუტურად სამართლიანად, ლოგიკურად და მართებულად, მათი რეალური მოტივაცია როდესაც გვაკრიტიკებდნენ ცალკეულ გამონათქვამებთან დაკავშირებით, ირკვევა, რომ არაფერი დაეწუნებოდა საქართველოს არც სანქციებთან დაკავშირებით, არც ერთ სხვა საკითხებთან. უბრალოდ, მოტივაცია რაც იყო, ამას შეიძლება ვერ იძახდნენ ხმამაღლა და ახლა დადასტურდა, რომ ჰქონდათ მოტივაცია, საქართველოში გაჩაღდეს ომი, ამისთვის მუშაობდნენ, ამისთვის იღვწოდნენ და სამწუხაროდ, მხარდამჭერები ჰყავდათ უკრაინის ხელისუფლებაში როგორც ჩანს. რეალურად, არავითარი დახმარება, შეღავათი ეს უკრაინისთვის რეალურად არ იქნება. ომის გაფართოება, ფრონტების გახსნა და ესკალაცია არც ერთ შემთვევაში მშვიდობიანი სამყაროსთვის არ არის სასურველი. ამას ქადაგებს ნატო-ს არაერთი მაღალჩინოსანი, არაერთი ევროპული სახელმწიფო, ეს განცხადება ერთგვარად შეიცავს შეტევას ანტიდასავლური განწყობების“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა