კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, 40 000-მდე უკრაინელი გაიტაცეს და რუსეთში გადაიყვანეს-ვერეშჩუკი

ნახვები: 540 ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, 40 000-მდე უკრაინელი გაიტაცეს და რუსეთში გადაიყვანეს-ვერეშჩუკი

უკრაინის ვიცეპრემიერი და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა დაახლოებით 40 000 უკრაინელი გაიტაცეს და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთში გადაიყვანეს.

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით რუსეთი ქმნის ცრუ ჰუმანიტარულ დერეფნებს და ცდილობს შეადგინოს ე.წ "საევაკუაციო მარშრუტები" მოსახლეობის რუსეთის ფედერაციაში გადასაყვანად. ვერეშჩუკი აცხადებს, რომ რუსები ამ გეგმას იყენებენ მარიუპოლში.

„ოკუპანტები ცინიკურად იტაცებს ათასობით უკრაინელს ომის ზონიდან ან დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მიჰყავს ისინი უცხო მიმართულებით - ცრუ ჰუმანიტარული კორიდორების მიმდებარედ, რომლებსაც უკრაინასთან შეუთანხმებლად ქმნის.

მოსალოდნელია, რომ ქალაქის მოსახლეობის ძირითად ნაწილს არ სურს აგრესორის ტერიტორიაზე „თავის შეფარება". შედეგად, რუსი სამხედროებს ძალის გამოყენებით მიჰყავთ მოქალაქეები ოკუპირებული ტერიტორიების შუაგულში ან თავად რუსეთში. ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ათობით ათასი უკრაინელის ამგვარ იძულებით გადასახლებაზე", - აცხადებს ვერეშჩუკი.

ვერეშჩუკის ინფორმაციით, რუსული ძალები მსგავსი სქემით კიევის რეგიონიდან ცდილობენ ხალხი ბელარუსში ძალით გადაიყვანონ.

ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ რუსეთი არღვევს ჟენევის კონვენციას და უკრაინამ არალეგალური დერეფნების შესახებ უკვე შეატყობინა საერთაშორისო ორგანიზაციებს.

„ჩვენ მუდმივად და ხმამაღლა ვატყობინებთ საერთაშორისო საზოგადოებასა და ინსტიტუტებს, რომ აღნიშნული დერეფნები არალეგალურია და არაა ჩვენთან შეთანხმებული. განსაკუთრებით მაშინ, როცა მეორე მხარეს - ისევე როგორც დონეცკისა და ლუგანსკის სიახლოვეს, იძულებითი მიგრანტები სპეციალურ ფილტრაციის ბანაკში გადაჰყავთ, რაც არღვევს ჟენევის კონვენციას" - აცხადებს ირინა ვერეშჩუკი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის უმაღლესი რადას ეროვნული ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, მიხაილო რადუცკიმ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გუშინ წერილი გაუგზავნა და მოუწოდა, რომ არ დაუშვას რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ე.წ ჰუმანიტარული დერეფნების შექმნა და არ დაუჭიროს მხარი აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინის მოსახლეობის ძალის გამოყენებით გადაყვანას.

იმავდროულად, რადუცკი აცხადებს, რომ უკრაინისთვის მიუღებელია რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში წითელი ჯვრის ოფისის გახსნის გადაწყვეტილება, რაც ორგანიზაციის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში უფრო ეფექტური მუშაობის მიზანს ემსახურება.

„წითელი ჯვრის ამგვარი ქმედებები მიუღებელია იმ ფონზე, როცა მტერი ჩვენს მოქალაქეებს არალეგალურად იტაცებს და რუსეთის ფედერაციასა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ან უკრაინის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გადაჰყავს, რაც უკვე ხდება დღეს", - წერს რადუცკი წითელი ჯვრისადმი გაგზავნილ წერილში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა