Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

უკრაინისთვის სტრატეგიულად კარგია, თუ რუსული ძალები სხვაგანაც იქნება მიმართული-პაატა მანჯგალაძე

ნახვები: 449 უკრაინისთვის სტრატეგიულად კარგია, თუ რუსული ძალები სხვაგანაც იქნება მიმართული-პაატა მანჯგალაძე

ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები, შესაბამისად, ამ შემთხვევაში გამართლებული არ არის არც საომარი რიტორიკა, არც ომისკენ მოწოდება. საქართველო არ არის იმ მდგომარეობაში, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღოს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

„აბსოლუტურად მესმის საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის წარმომადგენლის განცხადება. ის არის თავის ქვეყნის პატრიოტი. უკრაინისთვის, რა თქმა უნდა, სტრატეგიულად კარგია, თუ რესურსების მობილიზება არ იქნება მხოლოდ უკრაინაზე და სხვაგანაც იქნება რუსული ძალები მიმართული. პრაგმატულად, რა თქმა უნდა, სწორია. მაგრამ ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები, შესაბამისად, ამ შემთხვევაში გამართლებული არ არის არც საომარი რიტორიკა, არც ომისკენ მოწოდება. საქართველო არ არის იმ მდგომარეობაში, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღოს. საქართველოს არ აქვს რესურსი, რომ თავდასხმითი, ანუ შეტევითი ოპერაციები განახორციელოს",- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, „დნესტრისპირეთი და საქართველო საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებით რომ იყვნენ დაკავებული, ეს უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა"

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა