ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

რუსეთი რა თქმა უნდა ყველაფერს დაკარგავს, აფხაზეთსაც-ზელენსკი

ნახვები: 400 რუსეთი რა თქმა უნდა ყველაფერს დაკარგავს, აფხაზეთსაც-ზელენსკი

"პუტინს მრავალ-ვექტორული მიდგომა აქვს მსოფლიოში რუსეთის ადგილთან, ლიდერობასთან დაკავშირებით, იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, ვინც რუსეთისგან წავიდა, ვისაც აქვს უფლება რუსეთის ნაწილი არ იყოს, აქ მთელი ისტორიაა. კავკასია კავკასიაა, ქართველები ქართველები არიან, მოლდოველები მოლდოველები არიან, ხოლო უკრაინა უკრაინაა. ეს სხვადასხვა ისტორიებია. უკრაინა საშიშია ბევრი თვალსაზრისით. პირველი - რუსულმა ენამ გავლენა დაკარგა, რუსულენოვანი მოსახლეობის დიდი ნაწილი დაკარგა, [პუტინს] უნდა რომ ეს ყველაფერი დააბრუნოს ძალის გამოყენებით, რაც სხვა ტალღამდე მიგვიყვანს. ასევე უკრაინის წარმატება - გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და მოსახლეობის თვალსაზრისით, რადგან აზარტული და შრომისმოყვარე ხალხი გვყავს... ახალი, ახალგაზრდა ხალხი მოდის ჩვენთან და ის ფიქრობს, მას რა ეშველება, შემდეგ რა იქნება...

ბევრი მიზეზია თუ რატომ იქცევა [პუტინი] ასე. ამბიცია იმისა, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდა, რამდენხნიანია ეს ამბიცია? რამდენი დარჩა სიცოცხლე? ნებისმიერ ადამიანს რომელიც 70-80 წლისაა, კიდევ 50 წელს ხომ ვერ იცოცხლებს. მგონია, რომ მისი გეგმები არასტრატეგიულია. სტრატეგია არის, როცა ფიქრობ იმაზე თუ რა მოუვა სახელმწიფოს, რომელსაც მართავ უკვე საუკუნის მეოთხედის განმავლობაში. მე არ ვარ რუსი ხალხის მრჩეველი, მაგრამ მგონია, რომ ეს არ არის სტრატეგია... ამიტომ მისი ეს მთელი მრავალ-ვექტორულობა ... აფხაზეთსაც, რუსეთი რა თქმა უნდა ყველაფერს დაკარგავს. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მერე ამ ხალხმა როგორ უნდა ისწავლოს თანაცხოვრება",-განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტის კითხვაზე - რატომ იქცევა ვლადიმერ პუტინი ასე?

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა