შალვა პაპუაშვილი - 29 აპრილს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და დადგეს! - ეს ყველაფერი ჩაივლის და დონორებთან გვექნება სერიოზული საუბარი
იაგო ხვიჩია - კითხვა, რომელსაც ნებისმიერ „ქოცთან“ უნდა ვსვამდეთ: რას ვიღებთ სანაცვლოდ, როდესაც ამდენ რამეს ვკარგავთ ამ უაზრო კანონით?
ოპოზიციური პარტიები - 29 აპრილს ივანიშვილის მიერ ორგანიზებული შეკრების მიზანია დაყოს და დააპირისპიროს ხალხი
პაატა მანჯგალაძე - ხომ გამოჩნდა, რომ სულ ცალ ფეხზე ჰკიდია კალაძესაც, კობახიძესაც, მდინარაძესაც საქართველოს მოქალაქე?!
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა
ეკა სეფაშვილი - ეს არის მოსყიდული ევროპარლამენტარების მიერ შემუშავებული რეზოლუცია
ანა ბუჩუკური - ივანიშვილმა და ხელისუფლების თითოეულმა წარმომადგენელმა ევროპისკენ გზა ჩაკეტეს
სალომე სამადაშვილი - უვიზო რეჟიმის გაუქმებისთვის ევროკავშირის ყველა ქვეყნის მხარდაჭერა არაა საჭირო

ბრაიან უიტმორი - რასაც ვხედავთ, აშკარად არის პოლიტიკური ოპერაცია

02.24.2021 | 13:17 ნახვები: 476

რასაც აქ ვხედავთ, ჩემი აზრით, აშკარად არის პოლიტიკური ოპერაცია და ყველაფერი დანარჩენი ამის შემდეგ, არის დეტალები. რადგან როდესაც ეს (ასეთი მოვლენები) იწყება, ეს დემოკრატიის სიკვდილის დასაწყისია და ეს ძალიან მაღელვებს,- ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს" მკვლევარმა და ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორმა ბრაიან უიტმორმა „ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა.

როგორც ის აღნიშნავს, მსგავსი მოვლენები არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, რომელიც ნატო-ს პარტნიორია და ასოცირების შეთანხმება აქვს ევროკავშირთან.

„ამგვარი მოვლენები ხდება პუტინის რუსეთში, ლუკაშენკოს ბელარუსში. ეს არ არის ის, რაც უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, რომელიც ნატო-ს პარტნიორია და ასოცირების შეთანხმება აქვს ევროკავშირთან. ეს არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიულ ქვეყნებში და როდესაც ვხედავ, რომ სასამართლო გამოყენებულია პოლიტიკური ქმედებისთვის, ეს მე მაშფოთებს", - განაცხადა ბრაიან უიტმორმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა