კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მოლაპარაკების ჯგუფის ყველა წევრი დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობს-პოდოლიაკი

ნახვები: 396 მოლაპარაკების ჯგუფის ყველა წევრი დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობს-პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ეხმაურება რომან აბრამოვიჩისა და უკრაინის დელეგაციის ორი წევრის სავარაუდო მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ "მოლაპარაკების ჯგუფის ყველა წევრი დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობს".

როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, საინფორმაციო სფეროში ახლა უამრავი ინფორმაციული სპეკულაცია და სხვადასხვა შეთქმულების თეორიებია.

"ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მოლაპარაკებათა ჯგუფების წევრები დღეს მუშაობენ რეგულარულ რეჟიმში", - თქვა მან.

Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუს ბიზნესმენს რომან აბრამოვიჩს და მასთან შეხვედრილ უკრაინის დელეგაციას მოწამვლის სიმპტომები ჰქონდათ.

მათი ინფორმაციით, საუბარია შეხვედრაზე, რომელიც აბრამოვიჩსა და უკრაინის დელეგაციას შორის 3 მარტს, კიევში შედგა.

წყაროს თქმით, შეხვედრის შემდეგ აბრამოვიჩს და დელეგაციის სულ მცირე ორ წევრს ერთნაირი სიმპტომები გაუჩნდათ, მათ შორის თვალების სიწითლე, კანის აქერცლვა სახესა და ხელებზე და მტკივნეული ცრემლდენა. Wall Street Journal-ის წყარო ამბობს, რომ ამ დროისთვის რუსი ბიზნესმენი და უკრაინის დელეგაციის წევრები გამოკეთდნენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

რამდენიმე წყარომ Wall Street Journal-ს უთხრა, რომ ინციდენტში, სავარაუდო, გარეული არიან კრემლის წარმომადგენლები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მოლაპარაკების გზით შეთანხმებას.

Wall Street Journal-ის ცნობით, რუსტემ უმეროვი ერთ-ერთია, რომელსაც მოწამვლის ნიშნები ჰქონდა. უმეროვი ამ ინფორმაციას გამოეხმაურა და არ დაადასტურა.

"კარგად ვარ. ეს არის ჩემი პასუხი ყველა იმ ყვითელ ამბავზე, რომლებიც ვრცელდება. გთხოვთ, არ ენდოთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ჩვენთან საინფორმაციო ომიც მიმდინარეობს", - წერს უმეროვი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა