კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსეთთან ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება არ უნდა დასრულდეს უკრაინის გაყიდვით-ლიზ ტრასი

ნახვები: 435 რუსეთთან ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება არ უნდა დასრულდეს უკრაინის გაყიდვით-ლიზ ტრასი

რუსეთთან ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება უკრაინის გაყიდვით არ უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ლიზ ტრასმა განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთმა არ უნდა დაუშვას, რომ პუტინი ამ აგრესიის შედეგად გამარჯვებული დარჩეს. როგორც ლიზ ტრასმა აღნიშნა, დიდი ბრიტანეთის მტკიცე პოზიციაა, რომ პუტინის რეჟიმმა თავისი ქმედებებისთვის პასუხი უნდა აგოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე.

„ჩვენ არა მხოლოდ უნდა შევაჩეროთ პუტინი უკრაინაში, ასევე უნდა ვიყუროთ გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება არ დასრულდეს უკრაინის გაყიდვით ან წარსულის შეცდომების გამეორებით. ჩვენ გვახსოვს 2014 წლის რთული დარეგულირება, რომელმაც ვერ მისცა უკრაინას ხანგრძლივი უსაფრთხოება. პუტინი დაბრუნდა მეტისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ მან მოიგოს ამ საშინელი აგრესიის შედეგად და სწორედ ამიტომ, ეს მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს იმას, რომ პუტინის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე", - განაცხადა ლიზ ტრასმა.

ამასთან, როგორც დიდი ბრიტანეთის პარლამენტში დიპლომატმა განაცხადა, დიდი შვიდეულის მიერ დაწესებული სანქციები არ უნდა გაუქმდეს, ვიდრე პუტინი განაგრძობს ომს და უკრაინაში ძალების ჰყავს განთავსებული.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ პუტინმა ვეღარასდროს იმოქმედოს ასე აგრესიულად. ნებისმიერი გრძელვადიანი დარეგულირება უნდა მოიცავდეს სანქციების მკაფიო დაბრუნებას, რომელიც ავტომატურად ამოქმედდება ნებისმიერი რუსული აგრესიის შემთხვევაში", - განაცხადა ლიზ ტრასმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა