ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

ვოლოდიმირ ზელენსკი - იტალია დათანხმდა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი

ნახვები: 338 ვოლოდიმირ ზელენსკი - იტალია დათანხმდა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ იტალია დათანხმდა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„იტალია დათანხმდა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გარანტიების ახალი სისტემის შესაბამისად, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, 29 მარტს ის გააგრძელებს მსოფლიო ლიდერებთან უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარს.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 28 მარტი მისთვის იყო აქტიური დიპლომატიური დღე, ის ესაუბრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.

ზელენსკის თქმით, ბორის ჯონსონთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე შეთანხმდა, მსოფლიოს უფრო მკაცრ რეაგირებას მხარს უჭერს კანადაც. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას დაეთმო დრო შოლცთან საუბრისასაც.

ამასთან, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს უკრაინისთვის აღმოჩენილი ჰუმანიტარული დახმარებისთვის და მიაწოდა მას ინფორმაცია იმ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სადაც რუსული ძალები შეიჭრნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა