კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სტამბოლში მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები დაასახელა

ნახვები: 458 სტამბოლში მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები დაასახელა

სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დასრულდა.

უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები შეაჯერა და რუსეთსაც წარუდგინა.

არახამიამ უსაფრთხოების გარანტიების კუთხით უკრაინის პირობები დაასახელა, ასევე, ქვეყნები, რომლებსაც, მისი თქმით, შეუძლიათ, გახდნენ ასეთი გარანტორები.

"ჩვენი პირველი გამარჯვება მოლაპარაკების ბელარუსიდან თურქეთში გადმოტანაა. ჩვენ თურქეთს ვუყურებთ, როგორც უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტორს.

უკრაინის უსაფრთხოების გარანტი შეიძლება გახდნენ დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. ისინი იმოქმედებენ საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში, მათ შორის, შეძლებენ ცის დახურვას უკრაინის მოთხოვნით.

უსაფრთხოების გარანტიების არსებული სისტემა არ მუშაობს, ამას ვხედავთ მარიუპოლში და ხარკოვში.

უსაფრთხოების გარანტორმა ყველა ქვეყანამ არათუ ხელი არ უნდა შეუშალოს უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში - უნდა დაეხმაროს ამ პროცესში". - თქვა დავით არახამიამ.

მისივე განცხადებით, შეთანხმებაში, უკრაინის წინადადების მიხედვით, გარანტორი ქვეყნების მოქმედების მექანიზმი ეფექტური უნდა იყოს. ეს შესაძლოა, იყოს NATO-ს წესდების მე-5 მუხლის მსგავსი მექანიზმი (ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმის ტოლფასია). თუ უკრაინის წინააღმდეგ ომის, აგრესია ან სპეცოპერაცია დაიწყება, გარანტორი ქვეყნები 3 დღის განმავლობაში მოაწყობენ კონსულტაციებს, შემდეგ კი ვალდებულები იქნებიან, უკრაინას დაეხმარონ.

არახამია ამბობს, რომ ეს დოკუმენტი შესაძლებელს ხდის ომის დასრულებას - მას ხელი უნდა მოაწეროს უსაფრთხოების გარანტორმა ყველა ქვეყანამ.

ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე გასცა წინასწარი თანხმობა ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა