თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი დავსვი-თინა ბოკუჩავა

ნახვები: 584 პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი დავსვი-თინა ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ზბიგნევ რაუსთან შეხვედრაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხი დასვა.

როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ახლა არის ვითარება, როცა პოლიტიკური ძალები უნდა ახდენდნენ კონსოლიდაციას, რათა სწორად გაუმკლავდნენ სერიოზულ საგარეო გამოწვევებს.

„დიპლომატიური პროტოკოლის უმარტივესი წესია, რომ დახურული შეხვედრის ზოგადი შინაარსის გარდა, კონკრეტულ დეტალებზე საუბარი არ შეიძლება. მესმის, რომ საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან მაღალია, მაგრამ დიპლომატიური პროტოკოლის გათვალისწინებით, შეხვედრის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვინაიდან, „ქართულმა ოცნებამ" დაადასტურა, გეტყვით, რომ დიახ, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი დავსვი, რადგან ეს არის ქვეყნისთვის უდიდესი გამოწვევა. ახლა არის ვითარება, როცა პოლიტიკური ძალები უნდა ახდენდნენ კონსოლიდაციას, რათა სწორად გავუმკლავდეთ სერიოზულ საგარეო გამოწვევებს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტამდე განხორციელდა პოლონეთის პრემიერისა და პრეზიდენტის ვიზიტები, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ პოლონეთს კარგად ესმის, რამდენად სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას საქართველო. სამწუხაროდ, არ არის მხოლოდ გარე გამოწვევა რუსეთის მხრიდან, შიდა გამოწვევის წინაშეც ვდგავართ - ეს არის ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტება, სასამართლოს სისტემის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, რომლის ყველაზე ნათელი მაგალითია მიხეილ სააკაშვილის საკითხი. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და ეუთო-ს თავმჯდომარის ნაცვლად, დეტალებზე პრინციპულად არ ვისაუბრებ. ნიკოლოზ სამხარაძემ შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, როცა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ციტირებდა", - განაცხადა ბოკუჩავამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა